მსოფლიოში ყველაზე მეტ ადამიანს ამერიკული კორპორაცია Wallmart-ი ასაქმებს. პორტალი companiesmarketcap.com-ის მონაცემებით, ამ დროისთვის ამერიკულ რითეილს კომპანიაში სულ 2 100 000 ადამიანი მუშაობს.
გთავაზობთ 10 კომპანიას მსოფლიოში, რომლებსაც ყველაზე მეტი ადამიანი ჰყავს დასაქმებული:
- 1. Wallmart - მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ამერიკული კორპორაცია - 2 100 000 დასაქმებული
- 2. Amazon - უმსხვილესი ამერიკული ონლაინ-მაღაზია - 1 551 000 დასაქმებული
- 3. Foxconn (Hon Hai Precision Industry) - ელექტრონიკის ტაივანური მწარმოებელი კომპანია - 826 608 დასაქმებული
- 4. Accenture - ირლანდიური საკონსულტაციო კომპანია - 774 000 დასაქმებული
- 5. Volkswagen - გერმანული ავტომწარმოებელი - 656 134 დასაქმებული
- 6. Tata Consultancy Services - ინდური ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სერვისების კომპანია - 601 546 დასაქმებული
- 7. DHL Group (Deutsche Post) - გერმანული საფოსტო კომპანია - 594 879 დასაქმებული
- 8. BYD - ჩინური ავტომწარმოებელი - 570 100 დასაქმებული
- 9. Compass Group - ბრიტანული კვების მწარმოებელი კომპანია - 550 000 დასაქმებული
- 10. Jingdong Mall - ჩინური ინტერნეტ-რითეილ კომპანია - 517 124 დასაქმებული
companiesmarketcap.com-ის მონაცემებით, მსოფლიოს 10 438 უმსხვილეს კომპანიაში ამ დროისთვის 129 218 609 ადამიანია დასაქმებული.