კვების ობიექტის პროგრამა ოპტიმოსგან

კვების ობიექტისა და მაღაზიის მფლობელებს ოპტიმოს ყველაზე მარტივი პროგრამით სარგებლობა - გაყიდვებისა და მარაგების აღსაღრიცხად - საქართველოს ნებისმიერ წერტილში შეუძლიათ. რესტორნის პროგრამა და მაღაზიის პროგრამა საშუალებას აძლევს ბიზნესის მფლობელს - აკონტროლოს პროცესები ობიექტზე და მიიღოს საჭირო ინფორმაცია, თვეში მხოლოდ 40 ლარიდან.

როგორ უნდა აღრიცხოთ მარაგები მარტივად ზედმეტი ძალისხმევის გარეშე?

თუ მართავთ სავაჭრო ობიექტს - მაღაზიას დრაივს ან კვების ობიექტს, ალბათ უკვე იცით, რომ მარაგების მართვა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური საკითხია ამ საქმეში, ამიტომ საჭიროა ისეთი პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც სიზუსტით აღრიცხავს მარაგებს, გაყიდვებს და ნაშთებს უკეთესი შედეგების მოსატანად.

როგორ გეხმარებათ ოპტიმო მარაგების მართვაში?

ოპტიმოს პროგრამა პროდუქციის ერთჯერადი შეყვანის შემდეგ, სიზუსტით აღრიცხავს მარაგებს და ინფორმაციას იძლევა დახლებსა და საწყობში არსებული ნაშთების შესახებ. ეს კი ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს გექნებათ ზუსტი მაჩვენებლები მარაგში არსებული პროდუქტების რაოდენობასა და სახეობებზე, რის მიხედვითაც შეძლებთ დაგეგმოთ შესყიდვები, განსაზღვროთ როგორი იქნება შემოსავლი, მომგებიანობა და ა.შ. ამასთან ერთად, რეპორტებსა და სტატისტიკაზე წვდომა მენეჯერს შესაძლებლობას აძლევს, კიდევ უფრო მარტივად და სწრაფად განავითაროს ბიზნესი.

img-1736499882.png

გარდა ამისა, ოპტიმოს საშუალებით მარტივად მიხვდებით, რომელია თქვენი ობიექტის ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტები და გააკონტროლებთ, რომ ყოველთვის გქონდეთ მარაგში. მაღაზიის მარაგების მართვა ოპტიმომ იმდენად გაამარტივა, რომ მენეჯერს შეუძლია პარალელურად მართოს არა მხოლოდ ერთი, არამედ რამდენიმე ფილიალი, მიიღოს ინფორმაცია გაყიდვებზე, შესყიდვებზე, მოახდინოს მომწოდებლებთან ანგარიშსწორება და .ა.შ.

ოპტიმოს ორი სამუშაო სივრცე აქვს - ერთი მენეჯერებისთვის, რაზეც ზემოთ ვისაუბრეთ და მეორე მოლარისთვის.

რაც შეეხება მოლარის სივრცეს, პროგრამა საგრძნობლად ამარტივებს მოლარის სამუშაო პროცესს, რადგან საშუალებას აძლევს:

  • საწყობსა და დახლებზე ძებნის გარეშე გადაამოწმოს, აქვს თუ არა კონკრეტული პროდუქტი მარაგში;
  • გადართოს ჩეკი, ანუ გადაანაცვლოს რიგი და არ ალოდინოს შემდეგი მომხმარებელი თუ წინა შეყოვნდება;
  • გაატაროს გასაყიდი პროდუქცია შტრიხკოდით, ან ძიების სხვა მარტივი ფუნქციონალით - ფოტოთი, დასახელებით, კატეგორიით;
  • შეამოწმოს გაყიდვების ისტორია დღის ნებისმიერ მონაკვეთში;
  • ხელით არ ითვალოს ცვლის ნავაჭრი.

კონკრეტულად ვისთვის არის განკუთვნილი ოპტიმო?

ოპტიმო ერგება ყველანაირი ტიპის ბიზნესს იქნება ეს საკვები პროდუქტების, ავტონაწილების, სამშენებლო მასალების, აქსესუარების, თუ საიუველირო მაღაზია გარდა ამისა კვების ობიექტებს - სწრაფი კვება, პიცერია, აზიური, საკონდიტრო თუ სხვა. რაც ყველაზე მთავარია, ამ მომსახურების მიღება პირველი 14 დღის განმავლობაში სრულიად უფასოდ შეგიძლიათ.

(R)