JPMorgan - ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა, 50 მლრდ დოლარს მიაღწიოს

ლოს-ანჯელესში ხანძრის შედეგად მიყენებულმა ზარალმა შესაძლოა, 50 მლრდ დოლარს მიაღწიოს, ხოლო დაზღვეული ქონების ზარალის მოცულობამ 20 მლრდ დოლარს გადააჭარბოს. ამის შესახებ აღნიშნულია JPMorgan Chase & Co.-ის ანალიტიკოსების პროგნოზში.

აღსანიშნავია, რომ ერთი დღით ადრე ორგანიზაცია დაზღვეულ ზარალს 10 მლრდ დოლარად აფასებდა.

"ხანძრის შედეგად ეკონომიკური ზარალის მოლოდინი გაორმაგდა გუშინდელი შეფასებით, დაახლოებით 50 მილიარდ დოლარამდე და ჩვენ გვჯერა, რომ კომპენსაციას (დაზღვევას) დაქვემდებარებული ზარალი შეიძლება აღემატებოდეს 20 მილიარდ დოლარს. ეს შეფასება შეიძლება გაიზარდოს, თუ ხანძარი არ იქნება ლოკალიზებული", - წერს Financial Times-ი JPMorgan Chase & Co.-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით.

ცნობისათვის, ხან­ძა­რი წყნა­რი ოკე­ა­ნის პა­ლი­სა­დებ­ში 7 იანვარს, ად­გი­ლობ­რი­ვი დრო­ით და­ახ­ლო­ე­ბით 10:30 სა­ათ­ზე გაჩნდა, მა­ლე­ვე გაჩ­ნდა ხან­ძრის სხვა კე­რე­ბი ლოს-ან­ჯე­ლე­სის გარ­შე­მო, მათ შო­რის, ხან­ძრის დიდი კერა გაჩ­ნდა კა­ლი­ფორ­ნი­ის ქა­ლაქ პა­სა­დე­ნა­ში.

ხან­ძარ­მა უკვე იმ­სხვერ­პლა 10 ადა­მი­ა­ნი, გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია 10 000-ზე მეტი ნა­გე­ბო­ბა.

კალიფორნია არის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული უძრავი ქონების ბაზარი შეერთებულ შტატებში.