რა ღირს და როგორ გამოიყურება დემნა გვასალიას კიდევ ერთი ახალი ფეხსაცმელი

დიზაინერმა დემნა გვასალიამ ახალი ფეხსაცმელი წარუდგინა საზოგადოებას. მისმა ამ ახალმა პროდუქტმა კიდევ ერთხელ გამოიწვია აჟიოტაჟი.

როგორც ქართველი დიზაინერის, სოციალური გვერდიდან ირკვევა, ბრენდი "ბალენსიაგა" ამ შემთხვევაში საზოგადოებას სთავაზობს ZERO Shoe-ს, რომელიც 2025 წლის შემოდგომის კოლექციის ნაწილია.

როგორც ცნობილია, „ბალენსიაგას“ ახალი, ე.წ. ნულოვანი ფეხსაცმელი, 450 აშშ დოლარი ეღირება. რაც შეეხება ფერებს, ფეხსაცმელი ხელმისაწვდომი იქნება 4 ფერში: შავი, თეთრი, ბეჟი და მოყავისფრო.

შეგახსენებთ, იმასაც რომ როგორც ცნობილია, 2025 წლის გაზაფხულზე გაყიდვაში გამოდის „ბალენსიაგას“ პერანგის ფორმის მხრის ჩანთაც და ჩექმა, რომელსაც 18-სანტიმეტრიანი სიმაღლის ძირი აქვს, ასევე მამაკაცის ფეხსაცმლის ფორმის ქლატჩი და ა.შ.

ცნობისთვის, დიზაინერი დემნა გვასალია Balenciaga-ს კრეატიულ დირექტორად 2015 წელს გამოცხადდა.

balenciaga-zero-slip-on-3-1736581157.jpg

balenciaga-3d-printed-barefoot-zero-shoes-designboom-ban2-1736581289.jpg

balenciaga-1736581129.jpg