საქართველომ, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში 7 595 ტონა (5,629 მლნ აშშ დოლარი) ბადრიჯანი იყიდა. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებშია აღნიშნული.
შეგახსენებთ, რომ ბადრიჯანი, წლიურად ყველაზე გაძვირებულ პროდუქტებს შორის მესამე ადგილზეა. სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის დეკემბერში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით, მწვანილის ფასმა 117.5%-ით მოიმატა, ნივრის 46.27%-ით, ხოლო ბადრიჯნის - 45.59%-ით.
რაც შეეხება პროდუქტის საიმპორტო ფასს, 2024 წლის ნოემბერში მისი ღირებულება, საშუალოდ, 73 ცენტი იყო, ხოლო წინა წლის ნოემბერში - 74 ცენტი. (შენიშვნა: ფასი დაანგარიშებულია გადასახადების გარეშე, საშუალო მაჩვენებლებით).
უფრო კონკრეტულად:
ასევე, საანგარიშო პერიოდში, მცირე რაოდენობით პროდუქტი შემოვიდა: სომხეთიდან, ნიდერლანდებიდან და ტაილანდიდან.
ცნობისთვის, საქსტატის მონაცემებით, 2024 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9% შეადგინა.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, 2024 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2.3 %, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3 % იყო.