სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ ძალოვანი უწყებებისთვის შოკოლადისა და კარამელის კანფეტების შესაძენად კონსოლიდირებული შესყიდვა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 3 399 226 ლარია.
დაგეგმილია ბატონის ტიპის შოკოლადის, ასევე, გულსართიანი სამარხვო და არასამარხვო შოკოლადებისა და სხვადასხვა ხილის არომატის კარამელის კანფეტების შეძენა. სატენდერო დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ პროდუქციის მიწოდება ეტაპობრივად 2025 წლის ბოლომდე უნდა განხორციელდეს.
შესყიდვის მიხედვით, კანფეტებისა და შოკოლადების მიწოდება იგეგმება შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ასევე შსს-ს სტრატეგიული მილსადენის დაცვის დეპარტამენტისთვის, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვისა და შპს „სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფისთვის“.
დაგეგმილია ბატონის ტიპის 102 600 კგ შოკოლადის (ზღვრული ფასი კგ-ზე 22 ლარი), 62 900 კგ. გულსართიანი შოკოლადისა (ზღვრული ფასი კგ-ზე 17.55 ლარი) და 5 188 კგ. კარამელის კანფეტის (ზღვრული ფასი კგ-ზე 7.35 ლარი) შეძენა.
ცნობისთვის, ტენდერში წინადადებების მიღება 15 იანვარს იწყება და 16 იანვარს სრულდება.