ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასი დაეცა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბოლო, 10 იანვრის ვაჭრობის შედეგად ბირჟაზე წარმოდგენილი სამივე ქართული კომპანიის აქციების ფასი დაეცა.

როგორ შეიცვალა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები

Bank of Georgia Group PLC-ის აქციების ფასი 1.85%-ით შემცირდა და ერთი აქციის ფასმა 45 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ახლა 2.03 მლრდ გირვანქა სტერლინგს აღემატება.

TBC Bank Group PLC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.71 მლრდ გირვანქა სტერლინგს აჭარბებდა. ერთი აქციის ფასი ამჟამად 30.25 გირვანქა სტერლინგია, რაც 0.66%-იან ვარდნაზე მიუთითებს.

Georgia Capital PLC-ის აქციების ფასი 2.55%-ით შემცირდა. ერთი აქციის ღირებულება ბოლო ვაჭრობის შედეგად 11.46 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. რაც შეეხება კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია, 463.4 მლნ სტერლინგს აჭარბებდა.

მერი ტაბატაძე