ვუერთდებით საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას, 15 იანვარს 15:00-18:00 საათებში ჩვენი კომპანიის კარი დაიკეტება და გამოვალთ გარეთ - ამის შესახებ განცხადებას კომპანია Start - Business Solutions-ი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის დამანგრეველი შედეგების თავიდან ასარიდებლად საჭიროა დეესკალაცია.
„ვუერთდებით საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას.
ახლანდელი და მოსალოდნელი, ქვეყნისთვის დამანგრეველი პოლიტიკური კრიზისის უფრო მეტად გამწვავების თავიდან არიდება მხოლოდ დეესკალაციით მიიღწევა, რაც გულისხმობს ქართველი ხალხის მოთხოვნების შესრულებაზე კონსენსუსს.
მუდამ სამშობლოს და თქვენ სამსახურში!“, - აღნიშნულია კომპანიის მიერ სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, დამსაქმებლები და დასაქმებულები 15 იანვარს 15:00 საათზე საყოველთაო გამაფრთხილებელ გაფიცვას იწყებენ. როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პროტესტის მიზანია, აჩვენონ საზოგადოებას ის, თუ რა ელის საქართველოს იზოლაციის პირობებში. მათივე ცნობით, გაფიცვა 3 საათის განმავლობაში გაგრძელდება.