"საქართველოს დერეფნის სატრანზიტო მონაკვეთზე, სატვირთო ავტოტრანსპორტის ზრდის ტენდენცია არ შეინიშნება",- ამის შესახებ მოკვლევის შედეგებს "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი” ავრცელებს.
უფრო კონკრეტულად, ცენტი კვლევის იმ ნაწილს ასაჯაროებს, რომელიც საქართველოს საავტომობილო გზებზე, ტრანზიტად მოძრავი სატვირთო ავტოტრანსპორტის მოძრაობას ეხება.
როგორც მიზეზებში ვკითხულობთ, ამის ერთ-ერთ გამომწვევი, სატრანზიტო გადასახადის ზრდაა, რომელსაც საბაჟო გამშვებ პუნქტზე რიგები ემატება.
“როგორ ვიყენებთ საქართველოზე გამავალი დერეფნის ეკონომიკურ შესაძლებლობას?
2022 წლის რუსეთ-უკრაინის საომარი დაპირისპირების შედეგად, საქართველოს საავტომობილო გზებზე, ტრანზიტად მოძრავი სატვირთო ავტოტრანსპორტის რაოდებობა, 2021 წელთან შედარებით - 1.5 ჯერ გაიზარდა.
2021 წელი - 332 100 ერთეული, 2022 წელი - 496 300 ერთეული. რაც პირველ წელს უდაოდ დადებით და იმედის მომცემ ტენდაციად იქნა მიჩნეული. აღსანიშნავია, რომ ზრდის ტენდენციის საპირისპიროდ, სახელმწიფომ გაზარდა სატრანზიტო გადასახადი 200 ლარიდან 350 ლარამდე.
ბუნებრივია, 2023 და 2024 წლებში, მნიშვნელოვანი იყო, საქართველოს სატრანზიტო გზებზე შენარჩუნებულიყო და გაზრდილიყო ტრანზიტად მოძრავი სატვირთო ავტოტრანსპორტის რაოდენობა, სტატისტიკის მიხედვით, მომდევნო წლებში ზრდის დინამიკა პრაქტიკულად არ შეინიშნება, 2023 წელი - 514 300 ერთეული, 2024 წელი - 513 600 ერთეული. რაც პირველ რიგში გაძვირებასთან არის დაკავშირებული.
აღნიშნული ტენდენცია ნათლად მიუთითებს, რომ საქართველოს დერეფნის სატრანზიტო მონაკვეთზე, სატვირთო ავტოტრანსპორტის ზრდის ტენდენცია არ შეინიშნება.
რაც შეეხება, მიზეზებს, გთავაზობთ ერთ - ერთი გადამზიდავი კომპანიის მიერ, ჩვენ ორგანიზაციაში წარმოდგენილ პრობლემათა მოკლე ამონარიდს - "მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საბაჟო პუნქტებში რიგები, მებაჟეების პასიური მუშაობა, ელემენტარულად, სატრანზიტო მიმართულებებზე თოვლსა თუ ყინვაში მოძრაობისას გაურკვეველი დროით რიკოთის და კობი - გუდაურის ჩაკეტვა, დაუსაბუთებლად გაზრდილი სატრანზიტო 350 ლარი და პარკის 80 ლარი გადასახადები, რომლებსაც არ მოჰყვება ადეკვატური სერვისები" (მხოლოდ მცირე ჩამონათვალია)",- ნათქვამია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის მიერ გავრცელებულ მოკვლევაში.
დასკვნის სახით, როგორც ცენტრი განმარტავს, ტრანზიტად მოძრავი სატვირთო ტრანსპორტის მოძრაობის დინამიკა მიგვანიშნებს, რომ საავტომობილო ნაკადი ახლო მომავალში შესაძლოა, დაუბრუნდეს, პირვანდელ დერეფნებს, რაც დააზარალებს დერეფნის განვითარებას.