2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალმა 8.588 მლრდ დოლარს (დღევანდელი კურსით 24.106 მლრდ ლარს) გადააჭარბა. ეს კი 316 მლნ დოლარით ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
უფრო კონკრეტულად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის დეკემბრის მდგომარეობით სახელმწიფო ვალის მოცულობა 8.907 მლრდ დოლარს შეადგენდა, მაშინდელი კურსით 23.956 მლრდ ლარი იყო.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით უშუალოდ მთავრობის საგარეო ვალი 8.237 მლრდ დოლარი იყო, აქედან მრავალმხრივი კრედიტორების დავალიანება 6.255 მლრდ დოლარია, ორმხრივი კრედიტორების კი 1.481 მლრდ დოლარი. აღსანიშნავია, რომ საანგარიშო პერიოდში საქართველოს ეროვნული ბანკის საგარეო ვალდებულება 351.464 მლნ დოლარს შეადგენდა.
ამასთან, 2024 წლის დეკემბრის მონაცემებით, საქართველოს სახელმწიფოს ყველაზე მსხვილი კრედიტორები არიან: აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) და განვითარების საერთაშორისო ბანკი (IBRD).
ამასთან, საქართველოს რუსეთის 7.870 მლნ დოლარის ვალი აქვს, 2.242 მლნ დოლარის - თურქეთის, 1.252 მლნ დოლარის ყაზახეთის და ა.შ.