გასული წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოსა და აშშ-ს შორის სავაჭრო ბრუნვა უმნიშვნელოდ შემცირდა, თუმცა, ეს მხოლოდ იმპორტის კლების ხარჯზე, რადგან ექსპორტი 79%-ით გაიზარდა.
უფრო კონკრეტულად, საქსტატის მონაცემების მიხედვით, 2024 წლის 11 თვეში ქვეყნებს შორის 1.965 მლრდ აშშ დოლარის ვაჭრობა შედგა, წინა წლის იგივე პერიოდში - 1.976 მლრდ აშშ დოლარის.
ამასთან, იგივე საანგარიშო პერიოდში საქართველოდან აშშ-ში 137.303 მლნ აშშ დოლარის ექსპორტი განხორციელდა, რაც 79%-ით მეტია წინა წლის 11 თვის მაჩვენებელზე. 2023 წლის იანვარ-ნოემბერში ექსპორტმა 76.559 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
რაც შეეხება იმპორტს, წინა წლის 11 თვეში საქართველოში 1.828 მლრდ აშშ დოლარის ამერიკული პროდუქცია შემოვიდა, 2023 წლის იგივე პერიოდში 1.899 მლრდ აშშ დოლარის.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, აშშ-დან იმპორტის მაჩვენებლის შემცირების მთავარი მიზეზი ამერიკიდან მსუბუქი ავტომობილების იმპორტის 6.5%-ით შემცირებაა.
საქსტატის თანახმად, 2024 წლის იანვარ-ნოემბერში, საქართველოში აშშ-დან 1.675 მლრდ აშშ დოლარის ავტომობილები გამოიგზავნა, 2023 წლის 11 თვეში - 1.793 მლრდ აშშ დოლარის.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ იმ პროდუქტების ათეულს, რომელიც გასული წლის იანვარ-ნოემბერში ყველაზე დიდი რაოდენობით ვიყიდეთ და გავყიდეთ აშშ-ში.
ტოპ-10 იმპორტირებული პროდუქტი:
- მსუბუქი ავტომობილები - 1.675 მლრდ აშშ დოლარი
- თხილი და სხვა კაკალი - 21.053 მლნ აშშ დოლარი
- ხორცი და კვების სუბპროდუქტები შინაური ფრინველის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 10.433 მლნ აშშ დოლარი
- კვების პროდუქტები, სხვა ადგილას დაუსახელებელი - 5.728 მლნ აშშ დოლარი
- მოტოციკლები და ველოსიპედები, ეტლით ან მის გარეშე; ეტლები - 5.682 მლნ აშშ დოლარი
- კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 5.381 მლნ აშშ დოლარი
- ტანსაცმელი და ნაწარმი ნახმარი, სხვა - 4.261 მლნ აშშ დოლარი
- სატვირთო ავტომობილები - 3.957 მლნ აშშ დოლარი
- ავტომანქანების ნაწილები, ექსპლუტაციაში ნამყოფი - 3.480 მლნ აშშ დოლარი
- ნაცარი და სხვა ნარჩენები, ლითონების ან ლითონების შენაერთების შემცველობით - 3.135 მლნ აშშ დოლარი
ტოპ-10 ექსპორტირებული პროდუქტი:
- ფეროშენადნობები - 90.293 მლნ აშშ დოლარი
- მილები, მილაკები და ღრუ პროფილები, უნაკერო, შავი ლითონისაგან - 7.362 მლნ აშშ დოლარი
- საფრენი აპარატების ნაწილები - 7.024 მლნ აშშ დოლარი
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - 6.783 მლნ აშშ დოლარი
- წყალბადი, ინერტული აირები და სხვა არალითონები - 5.354 მლნ აშშ დოლარი
- ხილისა და ბოსტნეულის წვენები - 4.276 მლნ აშშ დოლარი
- ეთილის სპირტი არადენატურირებული, სპირტის კონცენტრაციით 80 მოც.%-ზე ნაკლები, სპირტიანი სასმელები - 2.509 მლნ აშშ დოლარი
- ფანერა დაწებებული, პანელები ხის დაფანერებული და ანალოგიური მასალები შერეული მერქნისაგან - 1.797 მლნ აშშ დოლარი
- მინერალური და მტკნარი წყლები - 1.525 მლნ აშშ დოლარი
- სუნამოები და ტუალეტის წყალი - 1.078 მლნ აშშ დოლარი