გამოვლინდა სავაჭრო პროდუქტები, საქართველოდან ყაზახეთში მომგებიან ფასად იმპორტის მაღალი პოტენციალით - ამის შესახებ PMCG-ის კვლევაშია საუბარი.
ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოსა და ყაზახეთს შორის პოტენციურად მომგებიანი სავაჭრო პროდუქტების გამოსავლენად გაანალიზდა აღნიშნული ქვეყნების ექსპორტისა და იმპორტის მონაცემები. კერძოდ, კვლევაში გამოყენებული პროდუქტების იდენტიფიკაციის პროცესი შედგებოდა 3 ეტაპისგან.
როგორც PMCG-ი განმარტავს, პირველ ეტაპზე გაანალიზდა საქართველოში იმპორტის დაგროვებითი საშუალო წლიური ზრდა (CAGR) 2019-2023 წლებში და შეირჩა ის პროდუქტები, რომელთა როგორც იმპორტის ღირებულება, ასევე ზრდის ტემპი იყო მნიშვნელოვანი. მეორე ეტაპზე გაანალიზდა შერჩეულ პროდუქტებზე ყაზახეთის გამოვლენილი შედარებითი უპირატესობა 2022 წელს. საბოლოოდ, შედარდა შერჩეულ პროდუქტებზე იმპორტის საშუალო ფასები საქართველოში და ექსპორტის საშუალო ფასები ყაზახეთში 2022 წელს.
„აღსანიშნავია, რომ იდენტიფიცირებული პროდუქტების ნაწილით ვაჭრობა უკვე მიმდინარეობას, თუმცა მათი სავაჭრო პოტენციალი არ არის ბოლომდე გამოყენებული“,- აღნიშნულია კვლევაში.
ანალიზის შედეგად, პროდუქტების ჩამონათვალი 2 კატეგორიად გაიყო.
უფრო კონკრეტულად, პროდუქტების ჩამონათვალი, რომელიც ყაზახეთში გადის, თუმცა მათზე მოთხოვნა მზარდია და პოტენციალი ბოლომდე ათვისებული არ არის, ასე გამოიყურება:
საქართველოდან ყაზახეთში ექსპორტისთვის მომგებიანი ახალი სავაჭრო პროდუქტები: