“საშიში ლამაზმანები“ - 5 ვულკანი, რომელთა მონახულება ყველას  შეუძლია

საშინელი, მაგრამ ამავდროულად ლამაზი, ვულკანები ბუნების იდუმალ ძალას წარმოადგენენ.

ზოგიერთი მათგანი ცნობილია თავისი ხშირი აქტიურობით, ზოგი კი წლების და ათასწლეულების განმავლობაში მიძინებულია.

ვულკანები უმრავ ტურისტს იზიდავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ზოგიერთის მონახულება აკრძალულია, თუმცა რამდენიმე მათგანი ტურისტებისთვის ღიაა და მათი მონახულება თამამად შეგიძლიათ.

1111-1737280880.jpg

Eyjafjallajokull, ისლანდია

ეს საკმაოდ რთული სახელის მქონე ვულკანი, ისლანდიაში, კუნძულის სამხრეთით, ამავე სახელწოდების მყინვარის ქვეშ მდებარეობს.

Eyjafjallajokull ნიშნავს "კუნძულის მთის მყინვარს" და მისი უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 5466 ფუტს აღწევს. ის წლების განმავლობაში რეგულარული ინტერვალებით იღვიძებდა.

Eyjafjallajokull ახალი ამბების სათაურებში 2010 წლის პირველ ნახევარში მოხვდა, როდესაც ამოფრქვევებმა უზარმაზარი ფერფლის ღრუბლები შექმნა. ამან ევროპაში საჰაერო მიმოსვლა შეაჩერა.

მიუხედავად იმისა, რომ ყინულის ქუდზე სიარული სახიფათოა, მოლაშქრეებს შეუძლიათ კლდოვანი რელიეფის დათვალიერება.

22222-1737281005.jpg

ვეზუვიუსის მთა, იტალია

ვეზუვიუსის კონუსი სამხრეთ იტალიის ქალაქ ნეაპოლთან მდებარეობს, სადაც ორ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს.

მის ქვედა ფერდობებზე გაშენებულია ვენახები და ბაღები.

კრატერი მწვერვალზე ბოლო ამოფრქვევის დროს 1944 წელს ჩამოყალიბდა.

3333-1737281031.jpg

მთა ფუჯი, იაპონია

ტოკიოდან დაახლოებით 60 მილის დაშორებით მდებარე მთა ფუჯი, იაპონიის ყველაზე საკულტო მწვერვალია.

ის განსაკუთრებით კარგად ჩანს ჰაკონეში, აშის ტბიდან ან ქალაქ ფუჯიიოშიდადან.

ფუჯი-სანი, როგორც ეს ადგილობრივებში არის ცნობილი, დიდი ხნის წინ ამოიფრქვა - ეს ბოლოს 1707 წელს მოხდა.

ფუჯი ასევე არის ყველაზე მაღალი მწვერვალი იაპონიაში და ითვლება ქვეყნის სამი წმინდა მთიდან ერთ-ერთად, სადაც მომლოცველები მის ბილიკებს საუკუნეების განმავლობაში მიჰყვებიან.

444-1737281053.jpg

ტაალის ვულკანი, ფილიპინები

მსოფლიოში ყველაზე პატარა აქტიური ვულკანი ტბაში მდებარეობს.

ტაალი ქვეყნის მეორე ყველაზე აქტიური ვულკანია და ის ბოლოს 2022 წლის მარტში გააქტიურდა. ფერფლმა გამოიწვია სკოლის, სამუშაოების და ფრენების შეჩერება ტერიტორიაზე.

2020 წლის წინა ამოფრქვევის შემდეგ, ვულკანის მონახულება მკაცრად აკრძალულია.

555-1737281073.jpg

კოტოპაქსი, ეკვადორი

კოტოპაქსი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი აქტიური ვულკანია, რომლის სიმაღლე 19393 ფუტს აღწევს. იგი განთქმულია თითქმის სიმეტრიული, თოვლით დაფარული სილამაზით.

ბოლოს ამოფრქვევა კი 2022 წლის მარტში მოხდა. მწვერვალი მთამსვლელებისთვის ორი წლის შემდეგ, 2024 წლის მარტში გაიხსნა.

წყარო: msn.com

თეონა რამაზაშვილი