სირიამ რუსეთიდან, ირანიდან და ისრაელიდან საქონლის იმპორტი აკრძალა

სირიამ რუსეთიდან, ირანიდან და ისრაელიდან საქონლის იმპორტი აკრძალა, - ამის შესახებ ინფორმაციას Turkiye Today ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, გადაწყვეტილებას წინ უძღოდა სირიაში ირანიდან და ისრაელიდან მოქალაქეების შესვლაზე დაწესებულ აკრძალვას.

Turkiye Today წერს, რომ გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია მეზობელი ქვეყნებისთვის, განსაკუთრებით კი თურქეთისთვის, რომელსაც „სირიასთან ძლიერი სავაჭრო ურთიერთობები აქვს”.

მერი ტაბატაძე