როგორც წესი, ადამიანის საოცნებო საცხოვრებელი გარემოა მზე, ზღვა და ოქროსფერი პლაჟი.
ეს სურათი თითოეულს ერთხელ მაინც წარმოუდგენია თავის გონებაში და იქ ცხოვრება უნატრია. თუმცა, ულტრამდიდრებს განსხვავებულ შესაძლებლობებთან ერთად, წარმოსახვაც ასეთივე განსხვავებული აქვთ.
რამდენიმე ქვეყანა წყალქვეშა სასტუმროებისა და საცხოვრებელი კომპლექტების აგებას გეგმავს, ზოგს - უკვე აქვს კიდეც.
მცურავი ქალაქი, ჩინეთი
კლიმატის კრიზისის გამო, რამაც გამოიწვია ზღვის დონის აწევა, უფრო მეტი არქიტექტორი მუშაობს “მოტივტივე ქალაქებზე“.
ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა ATDesignoffice. თუმცა მათი ქალაქი წყლის ქვეშ გაშენებულ საცხოვრებლებსაც მოიცავს.
თუ პროექტი განხორციელდება, ქალაქი დაფარავს ოკეანის საკმაოდ დიდი ნაწილს. ის შედგება ოთხი ექვსკუთხა და სამკუთხა მოდულებისგან, რომლებიც ერთმანეთს წყალქვეშა გვირაბებით დაუკავშირდებიან.
შენობები, საძოვრები და ბაღები ერთმანეთთან დაკავშირებული იქნება არხებით, ისე, როგორც ვენეციაში - მოსახლეობა ძირითადად ნავით ან წყალქვეშა მანქანებით შეძლებს გადაადგილებას.
წარმოუდგენელი მცურავი ქალაქი უდავოდ გახდება ტურისტული დანიშნულების ადგილი, ამიტომ დიზაინი მოიცავს საკრუიზო პორტის ტერმინალს დიდი გემებისთვის, პატარა იახტებისთვის და სამოქალაქო წყალქვეშა ნავებისთვის.
ძვირადღირებული სასტუმროები და საჯარო სივრცეები დიდწილად წყლის ზემოთ იქნება.
ვერტიკალური ბაღი უზრუნველყოფს სუფთა ჰაერს ქალაქის წყალქვეშა ნაწილისთვის, ხოლო ძაბრი დამატებით ბუნებრივ ვენტილაციას და განათებას.
Under, Lindesnes, ნორვეგია
ეს წარმოუდგენელი სტრუქტურა ნაწილობრივ ჩაძირულია ნორვეგიის ლინდესნესის მახლობლად გრილი წყლების ქვეშ.
შენობის ნაწილში არის რესტორანი, ნაწილში კვლევის ობიექტი, რომელიც ცნობილია როგორც Under.
Financial Times-ის თანახმად, კონსტრუქციის აგება 6,6 მილიონი დოლარი დაჯდა და შეიქმნა ნორვეგიული დიზაინის ფირმა Snøhetta-ს მიერ, რომელიც საზოგადოებისთვის 2019 წლის მარტში გაიხსნა.
ზედაპირიდან ხუთი მეტრის დაბლა, გამჭვირვალე ოთახებში შესაძლებელია სასურველი კერძის მიღება და წყალქვეშა პეიზაჟებით ტკბობა.
გახსნის პირველ წელს რესტორანმა მოიპოვა Michelin ვარსკვლავი.
Reefsuites-ის დიდი ბარიერული რიფი, ავსტრალია
Reefworld არის მდიდრული მცურავი პონტონი, სადაც მისასვლელად სამსაათიანი კრუიზით უნდა იმგზავროთ. ავსტრალიის პირველი წყალქვეშა სასტუმრო 2019 წელს გაიხსნა.
Reefsuites არის ორი რეზიდენცია. ოთახები ერთადერთი წყალქვეშა საცხოვრებელია, რომელიც მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი.
ოთახის ფანჯრები გამჭვირვალეა, საიდანა დაახლოებით 1500 სახეობის თევზის და სხვა წყალქვეშა ბინადარის ხილვაა შესაძლებელი.
პონტონის აშენება დაახლოებით 5.5 მილიონი დოლარი დაჯდა.
ოკეანის სპირალი, იაპონია
ყველაფერი, რაც ამ წარმოუდგენელი სტრუქტურისგან ჩანს, არის გუმბათის მწვერვალი.
კოსმოსური ხომალდის მსგავსი, მცურავი შენობის მაკეტი შექმნილია იაპონური Shimizu Corporation-ის მიერ.
„ინფრა სპირალი“ შეიცავს ლურჯ ბაღს და ღრმა ზღვის ქალაქს.
სპირალში განთავსდება გონდოლას ტერმინალი, რათა ფუტურისტულ ქალაქში მცხოვრებ და მომუშავე ადამიანებს ორ ჰაბს შორის გადაადგილება შეეძლოთ. გარდა იმისა, რომ სპირალი გამოიყენება საზღვაო ცხოვრებისა და აკუსტიკური ტალღების მონიტორინგისთვის, სამეცნიერო კვლევებისთვის, ასევე გადაიტანენ ჟანგბადს, წყალს და ელექტროენერგიას სიღრმეში.
ლურჯი ბაღის მოხრილ კედლებზე განთავსებული იქნება საცხოვრებელი ლუქსი, სადამკვირვებლო გონდოლა და ბილიკები.
ქალაქი, რომელიც შექმნილია ტაიფუნებისა და მიწისძვრებისგან დასაცავად, 4000 მუდმივ მცხოვრებელს და 1000 ვიზიტორს იტევს.
კუნძული რანგალი, მალდივები
მსოფლიოში პირველი წყალქვეშა ვილა, რომელიც ცნობილია როგორც The Muraka, მალდივის კუნძულ რანგალის კურორტს გრძლი ბილიკით უკავშირდება.
ის დააპროექტა არქიტექტორმა აჰმედ სალიემმა, რომელსაც სურდა შეექმნა წყლის საძინებელი, სადაც შეძლებდით დასვენებას.
წყალქვეშა საძინებელი გარშემორტყმულია ცოცხალი მარჯნის რიფით. იგი აშენდა ფოლადისგან, ბეტონისგან და აკრილისგან.
ვილა 2018 წელს გაიხსნა.
H2ome, გლობალური
კომპანია US Submarine Structures-ის მიერ შექმნილი წყალქვეშა H2ome არის ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც ნაწილობრივ წყალქვეშაა ჩაძირული.
წყალქვეშა საცხოვრებელი შედგება ორი ფართო სართულისგან.
ზედა სართულზე განთავსებულია ორი საძინებელი, ორი სველი წერტილი და ლაუნჯი, ხოლო ქვედა სართულზე საძინებელი, რომელიც აღჭურვილია საკუთარი სველი წერტილით, ასევე თანამედროვე სამზარეულოთი, ღვინის მარანით, ბარით, ბიბლიოთეკითა და დასასვენებელი ადგილით.
ქვედა სართული გამჭვირვალე აკრილის პანელებისგან შედგება ამიტომ, იქ ყოფნის შემთხვევაში, თავს ოკეანის ბინადრად იგრძნობთ.
მცურავი ზღვის ცხენი, დუბაი
პროექტი Floating Seahorse-მა შეიმუშავა და მას შემდეგ, რაც ის აშენდება, იქნება ინჟინერიის ერთ-ერთი ინოვაციური მიღწევა.
მოსალოდნელია, რომ 50-მდე მცურავი ზღვის ცხენის სახლი განთავსდება ახალ კურორტზე, რომელიც 2026 წელს გაიხსნება.
თითოეული ვილა განთავსებული იქნება სამ დონეზე. მთავარი საცხოვრებელი ფართი იქნება წყალზე, მისაღები ოთახი განთავსდება ზედა გემბანზე, რომელიც უზრუნველყოფს პანორამულ ხედებს.
წყალქვეშა სივრცე მოიცავს ულამაზეს საძინებელსა და აბაზანას.
წყარო: msn.com