ტრამპმა ინაუგურაციისთვის რეკორდული თანხა შეაგროვა

ტრამპმა ინაუგურაციისთვის რეკორდული 250 მლნ დოლარი შეაგროვა. თანხის შეგროვებას წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიები, კრიპტოინვესტორები და ბანკები შეუერთდნენ.

ინფორმაციას ABC News წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

თანხას ტრამპ-ვენსის ოფიციალური საინაუგურაციო კომიტეტი, ასევე, ტრამპის სახსრების შეგროვების, ანუ ფანდრეიზიგული სხვა მსხვილი კომპანიები აგროვებდნენ.

2025 წელს შეგროვებულმა თანხამ 2017 წელს, მისი პირველი საინაუგურაციო კამპანიით შეგროვებულ ოდენობას გადააჭარბა, რამაც მაშინ 107 მლნ დოლარი შეადგინა.

თავის კამპანიაში ტრამპმა მნიშვნელოვანი შემოწირულობები, კერძოდ, თითო მილიონი დოლარი ტექნოლოგიური გიგანტებისგან, Meta-დან, Apple-იდან, Amazon-დან, Google-დან, Microsoft-დან, OpenAI-დან და Uber-დან მიიღო.

Meta-სთვის ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა კომპანიამ საინაუგურაციო თანხის აკრებაში მიიღო მონაწილეობა, ხოლო Apple-ს, Amazon-ს, Google-სა და Microsoft-ს შემოწირულობა წინა საპრეზიდენტო ინაუგურაციებშიც შეჰქონდათ.

ტრამპის საინაუგურაციო კომიტეტმა დიდი შემოწირულობები, ასევე, კრიპტოვალუტის ინდუსტრიიდან მიიღო. მათ შორის, 5 მლნ დოლარით Ripple-ისგან, 2 მლნ დოლარით Robinhood-ისგან, ხოლო მილიონი დოლარით Coinbase-ისგან დაფინანსდა.

სხვა მსხვილმა კორპორაციებმა, რომლებიც საპრეზიდენტო ინაუგურაციისთვის თანხას ყოველთვის სწირავენ, შემოწირულობა ამჯერადაც გაიღეს. მათ შორის იყო Bank of America და Boeing.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ