გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომელთა თვიური ხელფასიც 9 600 ლარს აჭარბებს - PMCG

2024 წლის დეკემბერში ყოველთვიური ხელფასის მიმღები პირების რაოდენობა წლიურად გაიზარდა, თვის ჭრილში კი შემცირდა.

PMCG-ის კვლევის მიხედვით, მაჩვენებელი წლიურად 1.8%-იან ზრდას აჩვენებს. კერძოდ, 2024 წლის დეკემბერში ყოველთვიურად ხელფასს 982 802 ადამიანი იღებდა. თვის ჭრილში კი შემცირებამ 2.5% შეადგინა.

აღსანიშნავია ისიც, რომ დეკემბერში 146 ათასზე მეტი ადამიანის ხელფასი 600 ლარამდე მერყეობდა, 206 ათასზე მეტი პირის - 1200 ლარამდე, 324 ათასზე მეტი - 1200-2400 ლარის ფარგლებში იღებდა ანაზღაურებას, 284 ათასი პირის ხელფასი კი 2400 ლარს აჭარბებდა.

ამავე კვლევის მიხედვით, ხელფასის მიმღებთა მთლიან მაჩვენებელში კი 9600 ლარზე მეტ ხელფასს დასაქმებულთა 4.6% იღებდა. ამასთანავე, დეკემბერში წლიურად 0.8%-ით გაიზარდა იმ პირთა რაოდენობა, რომელთა თვიური ხელფასიც 9 600 ლარს აჭარბებდა.

მერი ტაბატაძე