2024 წელს უბილეთო მგზავრობისთვის დაწერილმა ჯარიმებმა 3 060 175 ლარი შეადგინა, რაც 150 922 ლარით მეტია, წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
ფინანსთა სამინისტროს საქართველოს ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების (კონსოლიდაციის გარეშე), მიხედვით, 2023 წლის იანვარ-დეკემბერში, აღნიშნულისთვის 2 909 253 ლარის ჯარიმა დაიწერა.
ცნობისათვის, თბილისში, მუნიციპალურ ტრანსპორტით, კერძოდ ავტობუსით უბილეთოდ მგზავრობაზე 20-ლარიანი ჯარიმა მოქმედებს. იმ შემთხვევაში, თუ პირი 30 დღის განმავლობაში ჯარიმას არ გადაიხდის, ეკისრება საურავი - 40 ლარი. ჯარიმის მოცულობა 2019 წლის 4 ივლისიდან გაიზარდა, მანამდე უბილეთო მგზავრებს მხოლოდ 5 ლარით აჯარიმებდნენ.