ზოგიერთ ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე საწვავი გაძვირდა. როგორც კომპანიების მიერ გამოქვეყნებული ცხრილებიდან ჩანს, ნავთობპროდუქტების ფასი დეკემბერსა და იანვრის 20 რიცხვამდე სტაბილურად შენარჩუნებული იყო, თუმცა, უკვე მესამე დღეა ღირებულება საშუალოდ, 4-დან 8 თეთრამდეა გაზრდილი.
უფრო კონკრეტულად, bpn.ge გთავაზობთ, რამდენიმე ბრენდული ბენზინგასამართი სადგურის ფასებს:
Gulf:
- G-Force სუპერი - 3.63 ლარი (3.55 ლარი ღირდა)
- G-Force პრემიუმი - 3.23 ლარი (3.15 ლარი ღირდა)
- G-Force ევრო რეგულარი - 3.13 ლარი (3.05 ლარი ღირდა)
- ევრო რეგულარი - 3.03 ლარი (2.95 ლარი ღირდა)
- G-Force ევრო დიზელი - 3.19 ლარი ( 3.13 ლარი ღირდა)
Wissol:
- ეკო სუპერი - 3.62 ლარი ( 3.54 ლარი ღირდა)
- ეკო პრემიუმი - 3.22 (3.14 ლარი ღირდა)
- ევრო რეგულარი - 3.05 ლარი (2.97 ლარი ღირდა)
- ევრო დიზელი - 3.12 ლარი (3.07 ლარი ღირდა)
- ეკო დიზელი - 3.17 ლარი (3.12 ლარი ღირდა)
- დიზელ ენერჯი - 3.04 ლარი (2.99 ლარი ღირდა)
Rompetrol:
- სუპერი - 3.58 ლარი;
- ევრო პრემიუმი - 3.19 ლარი;
- ევრო რეგულარი - 2.99 ლარი;
- Efix ევრო დიზელი - 3.20 ლარი;
- ევრო დიზელი - 3.10 ლარი.
(ფასები არ შეცვლილა)
Socar:
- ნანო სუპერი - 3.50 ლარი
- ნანო პრემიუმი - 3.11 ლარი
- ნანო ევრო რეგულარი - 2.95 ლარი
- ევრო 5 დიზელი - 2.98 ლარი (3.07 ლარი ღირდა)
- ნანო ევრო 5 დიზელი - 3.07 ლარი (2.98 ლარი ღირდა)
Portal:
- პრემიუმი - 2.78 ლარი ( 2.99 ლარი იყო)
- ევრო რეგულარი - 2.68 ლარი ( 2.74 ლარი იყო)
- ევრო დიზელი - 3.03 ლარი (3.19 ლარი იყო)