2024 წლის დეკემბერში, თიბისი არხებით განხორციელებული ჯამური უნაღდო დანახარჯები, წლიურად 15%-ით, უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა კი წლიურად 9%-ით გაიზარდა - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ სექტორულ კვლევაშია აღნიშნული.
კვლევის მიხედვით, 2023 წელთან შედარებით 2024 წლის დეკემბერში სურსათზე უნაღდო დანახარჯები 21%-ით გაიზარდა. საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ, თიბისი ბანკის არხებით, 18.5 ლარი შეადგინა. ამავე პერიოდში სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაცია 3.6%-მდე გაიზარდა.
კვლევის მიხედვით, მზარდია არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები. დეკემბერში წლიურმა ზრდამ 26% შეადგინა.
დეკემბერში, სასტუმროებში, თიბისი ბანკის არხებით, უნაღდო დანახარჯების წლიურად 32%-ით გაიზარდა. საშუალო ტრანზაქციების მოცულობამ 426 ლარი შეადგინა, რაც 2023 წლიდან მოყოლებული უდიდესი მაჩვენებელია.
რესტორნებსა და კაფეებში უნაღდო დანახარჯები წლიურად 33%-ით გაიზარდა, ხოლო ტრანზაქციის საშუალო მოცულობა 31 ლარზეა შენარჩუნებული. გართობის სექტორში კი, თიბისი არხებით უნაღდო დანახარჯები წლიურად 2%-ით შემცირდა.
თიბისი ბანკის არხებით, უნაღდო დანახარჯებმა ტანსაცმელსა და აქსესუარებზე 2024 წლის დეკემბერში 12%-იანი წლიური ზრდა აჩვენა, საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ კი 114 ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში, სხვა საცალო მაღაზიებში უნაღდო დანახარჯების მოცულობა, თიბისი ბანკის არხებით, გასულ წელთან შედარებით 12%-ით გაიზარდა.
რაც შეეხება უძრავ ქონებას, დეკემბერში თიბისის არსებით ტრანზაქციები 9%-ით გაიზარდა, თუმცა ახალი იპოთეკური სესხების მოცულობა წლიურად 23%-ით შემცირდა.
თიბისი ბანკის დეკემბრის დანახარჯების დინამიკის მიხედვით, სამშენებლო მასალებზე უნაღდო დანახარჯების, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 11%-ით გაიზარდა; ელექტრონიკაზე უნაღდო დანახარჯებმა 18%-იანი წლიური ზრდა შეადგინა; ავეჯსა და მოწყობილობებზე 11%-ით გაიზარდა.
დანახარჯების დეკემბრის დინამიკის მიხედვით, საწვავზე უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 12%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქციის მოცულობა საწვავზე გასული წლის დეკემბრის მაჩვენებელს გაუტოლდა და 51 ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდის განმავლობაში, მანქანასთან დაკავშირებული ხარჯები, გასულ წელთან შედარებით 14%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთეულ ტრანზაქციაზე 62 ლარს გაუტოლდა.
პირად ჰიგიენაზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 11%-ით გაიზარდა, თიბისი ბანკის არხებით, უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდის ტემპმა ფარმაციაზე 25% შეადგინა.
ამავე პერიოდში, ჯანდაცვაზე უნაღდო დანახარჯებმა, თიბისი ბანკის არხებით, გასულ წელთან შედარებით 26%-იანი ზრდა აჩვენა. 2024 წლის დეკემბერში ტრანზაქციის საშუალო მოცულობამ 112 ლარი შეადგინა.
ტელეკომუნიკაციასა და ციფრულ სერვისებზე უნაღდო დანახარჯები თიბისი ბანკის არხებით, წლიურად 24%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ 11.72 ლარი შეადგინა.
"სურსათზე გაწეულმა დანახარჯებმა უნაღდო დანახარჯებში კვლავ ყველაზე მაღალი წილი დაიკავა. დეკემბერში საქონელსა და მომსახურებაზე ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილება 69%-სა და 31%-ს გაუტოლდა. საქონელზე გაწეულმა ხარჯებმა 2023 და 2024 წლების დეკემბრის თვის განმავლობაში ჯამური უნაღდო დანახარჯების უდიდესი წილი შეადგინა.
რესტორნებზე დახარჯულმა წილმა მთლიან უნაღდო დანახარჯებში 12% შეადგინა. სურსათზე დანახარჯების წილი, რომელიც წარმოადგენს ყველაზე დიდი წილის მქონე კატეგორიას ჯამურ უნაღდო დანახარჯებში, თიბისი ბანკის არხებით, 28%-მდე გაიზარდა", - ნათქვამია „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაში.