სამინისტროები, რომლებიც ყველაზე მეტ ადამიანს ასაქმებს - ლიდერი თავდაცვის უწყებაა

2025 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რაოდენობა 1,4%-ით გაიზარდა და 117 004 ადამიანი შეადგინა - ამის შესახებ აღნიშნულია ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის ასიგნებებში. ამავე დოკუმენტის მიხედვით, გასულ წელს უწყებებში სულ 115 339 დასაქმებული იყო.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, თუ რომელი სამინისტრო რამდენ ადამიანს ასაქმებს:

  • საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია - 227 დასაქმებული
  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 2 719 დასაქმებული
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 1 691 დასაქმებული
  • კულტურის სამინისტრო - 6 693 დასაქმებული
  • სპორტის სამინისტრო - 176 დასაქმებული
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 306 დასაქმებული
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 4 123 დასაქმებული
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 643 დასაქმებული
  • საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - 5 168 დასაქმებული
  • იუსტიციის სამინისტრო - 5 261 დასაქმებული
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 817 დასაქმებული
  • თავდაცვის სამინისტროს - 41 176 დასაქმებული
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - 32 651 დასაქმებული

ამასთან, ბიუჯეტის ასიგნებების მიხედვით, 2025 წელს ხელფასებზე 3.035 მლრდ ლარი დაიხარჯება, რაც წინა წლის გეგმასთან შედარებით 17.7%-ით მეტია. ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, 2024 წელს სახელფასო ფონდი 2.577 მლრდ ლარს შეადგენდა.

მთლიანად კი 2025 წელს ბიუჯეტის ასიგნებები 27.941 მლრდ ლარს შეადგენს, აქედან საბიუჯეტო სახსრები არის 26.655 მლრდ ლარი, გრანტები - 59.909 მლნ ლარი და კრედიტები - 1.225 მლრდ ლარი.