„თბილსერვის ჯგუფი“ 10.379 მლნ ლარის „ჭკვიან ურნებს“ ყიდულობს

„თბილსერვის ჯგუფი“ მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერებსა და მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების ავსების სენსორებს ყიდულობს. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 10 379 000 ლარს შეადგენს. ტენდერში წინადადებების მიღებს 27 თებერვალს დაიწყება და 4 მარტს დასრულდება.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერია 214 ერთეულ მიწისქვეშა ნაგავშემკრებ კონტეინერს ბეტონის ბუნკერით და 214 ავსების სენსორს შეისყიდის.

მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერის ერთი ერთეულის ფასი 47 000 ლარია განსაზღვრული, ავსების სენსორის ფასი კი 1500 ლარია. აპარატურის მონტაჟი უნდა მოხდეს 2025 წლის 31 დეკემბრამდე. შესყიდვის ობიექტის საგარანტიო ვადა 2 წელია.