სამოხელეო დანაშაულის მაჩვენებელი 2024 წელს 2023 წელთან შედარებით, 39.75%-ით არის შემცირებული. აღნიშნულს მოწმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.
უწყების მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკა აჩვენებს, რომ საანგარიშო პერიოდში ყველა ტიპის სამოხელეო დანაშაული შემცირებულია.
კერძოდ, შს სამინისტროს ცნობით, 2024 წელს სამოხელეო დანაშაულის 241 ფაქტი დაფიქსირდა. მაშინ როცა, 2023 წელს მათი რაოდენობა 400 იყო.
უფრო კონკრეტულად, შს სამინისტროს მონაცემებით, 2024 წელს სამოხელეო დანაშაულის შემთხვევების სტატისტიკა, 2023 წელთან შედარებით, ასეთი იყო:
- სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტები - 55.81%-ით შემცირდა, დაფიქსირდა - 19 შემთხვევა;
- სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევები - 28.34%-ით შემცირდა, დაფიქსირდა - 134 შემთხვევა;
- განმარტების, ჩვენების ან დასკვნის მიცემის იძულება - 51.52%-ით შემცირდა, დაფიქსირდა - 16 შემთხვევა;
- სამეწარმეო საქმიანობაში უკანონო მონაწილეობა - 100%-ით შემცირდა, არცერთი შემთხვევა დაფიქსირებულა;
- ქრთამის აღების ფაქტები - 53.85%-ით შემცირდა, დაფიქსირდა - 12 შემთხვევა;
- ქრთამის მიცემის ფაქტები - -28.5%-ით შემცირდა, დაფიქსირდა - 5 შემთხვევა;
- ზეგავლენით ვაჭრობა - 50%-ით შემცირდა, დაფიქსირდა - 2 შემთხვევა;
- სამსახურებრივი სიყალბის ფაქტები - 68%-ით შემცირდა, დაფიქსირდა - 8 შემთხვევა;
- სამსახურებრივი გულგრილობის შემთხვევები - 37.5%-ით შემცირდა, დაფიქსირდა - 45 შემთხვევა;
სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურში დადგენილი წესის დარღვევის შემთხვევები - 100%-ით შემცირდა, არცერთი შემთხვევა დაფიქსირდა.