2024 წელი კომერციულმა ბანკებმა 3.096 მლრდ ლარის წმინდა მოგება მიიღეს, ეს კი 2023 წლის მაჩვენებელს 380 მლნ ლარით აღემატება. საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკით, 2023 წელი ბანკებმა 2.716 მლრდ ლარის წმინდა მოგებით დახურეს.
ამასთან, ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლებმა შეადგინა 8.430 მლრდ ლარი, საიდანაც სესხებიდან შემოსავლები იყო 7.018 მლრდ ლარი. ამავე სტატისტიკით, დეკემბრის მდგომარეობით ბანკების საპროცენტო შემოსავალი ჯარიმებიდან იყო 106.5 მლნ ლარი.
უფრო კონკრეტულად, სებ-ის ცნობით, 2024 წლის 12 თვის მონაცემებით, კომერციული ბანკების წმინდა მოგება მთლიანად 3 096 809 000 ლარი შეადგინა. ბაზარზე 17 კომერციული ბანკი ოპერირებდა, მათგან 4 კი ზარალზე გავიდა. ეს ბანკებია: „სილქ ბანკი“, „ჰეშბანკი“, „პეისერა“ და „პეივბანკი“.