„ასეთი პოლიტიკით, ასეთი მიდგომებით გაგრძელება საბოლოო ჯამში, პირველ რიგში ეკონომიკას ჩამოშლის, ეს უკვე გარანტირებულად ასეა, რისი იმედი გვაქვს?! ვიღაც რომ იტყვის, ემირატებიდან შემოდის კომპანიაო?!,“ - ამის შესახებ ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ განაცხადა.
შეგახსენებთ, რომ არაბთა გაერთიანებულ საამიროებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ვიზიტის ფარგლებში, გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი. როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, EMAAR ჯგუფის მიერ (შვილობილი Emaar Properties/Eagle Hills) საქართველოში განხორციელდება 6 მლრდ დოლარის ინვესტიცია, რის შედეგადაც განვითარდება მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტები თბილისში, ბათუმსა და გონიოში.
„ასეთი პოლიტიკით, ასეთი მდიგომებით გაგრძელება საბოლოო ჯამში პირველ რიგში ეკონომიკას ჩამოშლის, ეს უკვე გარანტირებულად ასეა. რისი იმედი გვაქვს?! ვიღაც რომ იტყვის ემირატებიდან შემოდის კომპანია/ინვესტიციაო?! ნეტარ არიან მორწმუნენი..
გაგვიხარდება თუ ეს კომპანია შემოვა, მაგრამ ვინ იყიდის ფართს იმ კომპლექსებში? როგორ ფიქრობთ, არაბები არ აკეთებენ წინასწარ კვლევას, როგორია კლიმატი, ბიზნესი; არ სვამენ კითხვას, უნდათ მათ გართულებული ვითარება ამერიკის შეერთებულ შტატებთან ან იგივე ევროკავშირთან? ყველა ეს ქვეყანა, მათ შორის, ჩინეთიც მუშაობს სწორედ ამ კონტაქტების გაფართოებაზე როგორც ევროკავშირთან, ასევე ამერიკელებთან. ყველა ნორმალურად მოაზროვნე ინვესტორი, მათ შორის, ემირატები იქნება ეს თუ ნებისმიერი არაბული ქვეყანა, ყველა ზედმიწევნით ზუსტად თვლის, რა ელის მის ინვესტიციას, ფულს დებს იქ, სადაც გარანტია აქვს, თუნდაც მისი პარტნიორების - ამერიკელების, ევროპელების თანამშრომლობის და ა.შ.
საქართველო იცით რატომ იყო მიმზიდველი რაღაც პერიოდის წინ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის?! იმიტომ, რომ სწორედ ჩვენთან ხდებოდა მნიშვნელოვანი განვითარება, კომუნიკაცია ევროპულ სივრცესთან, ამერიკელ პარტნიორებთან. დღეს კი ეს დასრულდა,“ - განაცხადა ჭუმბურიძემ.