„ჩვენ არ გვაქვს არცერთი მაღალი კლასის კურორტი, არც საზღვაო და არც მთის - სტრატეგია არსებობს მაგრამ შესრულებული არაფერი არ არის“ - ია თაბაგარი

„ჩვენ არ გვაქვს არცერთი მაღალი კლასის კურორტი, არც საზღვაო და არც მთის - სტრატეგია არსებობს მაგრამ შესრულებული არაფერი არ არის,“ - ამის შესახებ რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ტურიზმის ანალიტიკოსმა ია თაბაგარმა განაცხადა.

მან გადაცემაში ზამთრის კურორტებზე არსებულ სიტუაციასა და გამოწვევებზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ წლევანდელ სეზონზე, განსაკუთრებით საახალწლო პერიოდში ბევრი კრიტიკა ისმოდა ბაკურიანთან დაკავშირებით. დამსვენებლები აღნიშნავდნენ, რომ კურორტზე ინფრასტრუქტურა სათანადოდ გამართული არ არის.

„ჩვენ არ გვაქვს არცერთი მაღალი კლასის კურორტი, არც საზღვაო და არც მთის - სტრატეგია არსებობს მაგრამ შესრულებული არაფერი არ არის“

„ბაკურიანის მაგალითზე ვისაუბრებ, რამდენიმე წლის წინ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გამოცხადდა პროექტი, რომელიც ბაკურიანის სივრცით დაგეგმარებას ითვალისწინებდა, თუმცა ეს პროექტი სუსტი აღმოჩნდა და მისი განხორციელება ვერ შედგა. მეც ვიყავი ჩართული, თუმცა ვერ შევქმენით მდგრადი, სიცოცხლისუნარიანი კურორტი. მაშინ როდესაც ევროპაში კურორტები ერთი სქემით, ერთი სისტემით და ერთი სტანდარტით მიდიან, ჩვენთან მუდმივად რაღაც ირღვევა.

რატომ არ ჩამოდიან ევროპელები ბაკურიანში? - იმიტომ რომ ეს არ არის მაღალი კლასის კურორტი. სამწუხაროა ისიც, რომ ჩვენ არ გვაქვს არცერთი მაღალი კლასის კურორტი, არც საზღვაო, არც მთის და არც ზამთრის. როდესაც სტატისტიკა დაიწერება რომ ბაკურიანს ერთ სეზონზე სჭირდება ნახევარი მილიონი დამსვენებელი, იმისათვის რომ კარგად იარსებოს, რათა მცირე თუ საშუალო ბიზნესებმა მოახერხონ გადასახადების გადახდა, რემონტის გაკეთება, ხელფასების დარიგება, ეს პრობლემა მოგვარდება, მაგრამ ჩვენთან ეს არ ხდება. სტრატეგია არსებობს მაგრამ შესრულებული არაფერი არ არის.

ბაკურიანში უსაფრთხოებაც არ არის დაცული, როგორც საავტომობილო, ისე ჯანმრთელობის მიმართულებით. რამდენიმე რეანიმობილი უნდა ყავდეს. ასევე მიუხედავად მოკლე სეზონისა, როგორ შეიძლება საკუთარი სამაშველო ვერტმფრენი არ ყავდეს, მაშინ როდესაც ადამიანები ბავშვებთან ერთად სტუმრობენ. გუდაურში უარესი სიტუაციაა, შიდა გზებიც არ იწმინდება, გამაფრთხილებელი ნიშნებიც არ არის, რომ ეს ადგილი საფრთხის შემცველია,“ - განაცხადა თაბაგარმა.

მაგდა შენგელია