გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება - რამდენად იყიდით საწვავს საქართველოში?

გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი მცირდება. WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებელი თბილისის დროით 10:40 საათზე, 72.53 დოლარით განისაზღვრება, რაც ერთი კვირის ჭრილში 0.27%-იან კლებაზე მიანიშნებს. რაც შეეხება Brent-ის ტიპის ნავთობის ფასს, ამ შემთხვევაში შემცირებამ 0.14% შეადგინა და ბარელზე 75.67 დოლარს გაუტოლდა.

რაც შეეხება საქართველოს, ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე 20 იანვრიდან საწვავის ფასები 4-8 თეთრის ფარგლებში გაძვირდა, ბოლო ერთი კვირის მდგომარეობით კი ფასების უცვლელი დარჩა.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, ამ დროის მონაცემებით საქართველოს მასშტაბით ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ფასებს:

Socar:

  • ნანო სუპერი - 3.55 ლარი
  • ნანო პრემიუმი - 3.20 ლარი
  • ნანო ევრო რეგულარი - 3.03 ლარი
  • ევრო 5 დიზელი - 3.03 ლარი
  • ნანო ევრო 5 დიზელი - 3.14 ლარი.

Gulf:

  • G-Force სუპერი - 3.63 ლარი;
  • G-Force პრემიუმი - 3.23 ლარი;
  • G-Force ევრო რეგულარი - 3.13 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 3.03 ლარი;
  • G-Force ევრო დიზელი - 3.19 ლარი.

Rompetrol:

  • სუპერი - 3.63 ლარი;
  • ევრო პრემიუმი - 3.24 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 3.04 ლარი;
  • Efix ევრო დიზელი - 3.25 ლარი;
  • ევრო დიზელი - 3.15 ლარი.

Wissol:

  • ეკო სუპერი - 3.62 ლარი;
  • ეკო პრემიუმი - 3.22 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 3.05 ლარი;
  • ევრო დიზელი - 3.12 ლარი;
  • ეკო დიზელი - 3.17 ლარი;
  • დიზელ ენერჯი - 3.04 ლარი.

Portal:

  • პრემიუმი - 3.09 ლარი;
  • ევრო რეგულარი - 2.79 ლარი;
  • ევრო დიზელი - 3.19 ლარი.
მერი ტაბატაძე