2024 წელს ექსპორტზე 104.7 მლნ დოლარის ქართული ოქრო გავიდა - როგორია საშუალო ფასი

ქართული დაუმუშავებელი ან ნახევრად დამუშავებული ოქროს ექსპორტი 1.8%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს ექსპორტზე გავიდა 2.67 ტონა (104.7 მილიონი დოლარის ღირებულების) ოქრო, ხოლო 2023 წელს 2.72 ტონა (88.7 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების).

საანგარიშო პერიოდში ქართული ოქროს საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 18%-ით გაიზარდა. 2024 წელს 1 გმ-ის ფასი 39.2 დოლარი იყო, 2023 წელს კი 32.6 დოლარი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული ოქროს ექსპორტი სამ ბაზარზე - შვეიცარიაში, თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ხორციელდება, მთავარი ექსპორტიო კი სწორედ შვეიცარიაა.

2024 წელს ოქროს ექსპორტის მოცულობა და შემოსავლები ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურებოდა:

  • შვეიცარია - 96.85 მილიონი აშშ დოლარის 2.5 ტონა;
  • თურქეთი - 6.49 აშშ დოლარის 130 ტონა;
  • არაბთა გაერთიანებული საამიროები - 1 350 აშშ დოლარის 30 კგ.
მერი ტაბატაძე