თბილისში ქირა გაიაფდა - როგორია საშუალო ფასები?

2024 წლის დეკემბერში თბილისში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად 7%-ით გაიზარდა. „თიბისი კაპიტალის“ კვლევის მიხედვით, გასული წლის დეკემბერში დედაქალაქში 3 940 ბინა გაიყიდა.

კვლევის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში საშუალო გასაყიდი ფასი 1 223 დოლარს შეადგენდა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წლის დეკემბერში ფასები წლიურად 1%-ით არის გაზრდილი.

გასაყიდ ფასთან შედარებით, წლიურად შემცირებას აჩვენებს ქირის ფასი. კვლევის თანახმად, დეკემბერში 1 კვ.მ-ის საშუალო გასაქირავებელი თანხა 11.1 დოლარს შეადგენდა, რაც წლის ჭრილში ფასების 10%-იან კლებაზე მიანიშნებს.

მერი ტაბატაძე