სახელმწიფო უწყებების მივლინებების ხარჯმა  6 თვეში 34.9 მლნ ლარი შეადგინა - ვინ დახარჯა ყველაზე მეტი

2024 წლის 6 თვეში, სახელმწიფო უწყებებში მივლინებების ხარჯმა ჯამურად 34.9 მლნ ლარი შეადგინა. ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის, „ბიუჯეტის მონიტორის“ ანგარიშშია აღნიშნული.

ამავე მონაცემების მიხედვით, 2024 წლის 6 თვეში, წინა წლის იგივე პერიოდთან შედარებით მთავრობის მივლინების ხარჯი 1.4%-ით შემცირებულია. 2023 წლის 6 თვეში 35.4 მლნ ლარი შეადგინა.

ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფო ორგანოებს შორის, ყველაზე მეტი სამივლინებო ხარჯი იუსტიციის სამინსტროს ჰქონდა, 7.6 მლნ ლარი, მას მოსდევს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროები.

უფრო კონკრეტულად, „ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ დეტალურ ინფორმაციას, თუ რა მოცულობის თანხა დაიხარჯა სამინისტროებში, პარლამენტსა და მთავრობის ადმინისტრაციაში 2024 წლის 6 თვეში:

  • პარლამენტი და მასთან არსებული ორგანიზაციები - 1.5 მლნ ლარი
  • პრეზიდენტის ადმინისტრაცია - 234 914 ლარი
  • მთავრობის ადმინისტრაცია - 1.3 მლნ ლარი
  • შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი - 34 910 ლარი
  • ფინანსთა სამინისტრო - 919 291 ლარი
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - 2.1 მლნ ლარი
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - 226 513 ლარი
  • იუსტიციის სამინისტრო - 7.6 მლნ ლარი
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - 1.4 მლნ ლარი
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - 1.6 მლნ ლარი
  • თავდაცვის სამინისტრო - 5 მლნ ლარი
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - 3.7 მლნ ლარი
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - 2.3 მლნ ლარი
  • განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო - 2 მლნ ლარი
  • კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო - 2.3 მლნ ლარი
ნინი ქეთელაური