სახელმწიფო კომპენსაციას 613 ყოფილი დეპუტატი და უზენაესი საბჭოს წევრი იღებს - თვიური კომპენსაცია 1000 ლარია

2024 წლის ოქტომბრის მდგომარეობით, სახელმწიფო კომპენსაციას საქართველოს პარლამენტისა და უზენაესი საბჭოს 613 ყოფილი წევრი იღებდა.

თანამდებობის ყოფილმა პირებმა 4 მლნ მიიღეს კომპენსაციის სახით

ამის შესახებ აღნიშნულია „ბიზნესპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.

კომპენსაციის მოცულობა კი, თვის ჭრილში 1000 ლარს შეადგენს. შეგახსენებთ, კომპენსაციის მოცულობა 2024 წლიდან გაიზარდა, იქამდე კი 560 ლარს შეადგენდა.

ცნობისთვის, სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წელს ყოფილი დეპუტატების და უზენაესი საბჭოს ყოფილი წევრების კომპენსაციაზე ბიუჯეტიდან 4.11 მილიონი ლარი დაიხარჯა. გამოდის, რომ 2023 წელს ამ ტიპის კომპენსაციას 612 პირი იღებდა.

მერი ტაბატაძე