საქართველოდან გაძევებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა - რომელი ქვეყნები „ლიდერობენ“

საქართველოდან 2024 წელს უცხო ქვეყნის 363 მოქალაქე გააძევეს, ეს კი 91%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით. 2023 წელს ქვეყნიდან უცხო ქვეყნის 190 მოქალაქე გაუშვეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკურ მონაცემებშია აღნიშნული.

საქართველოდან 2024 წელს რუსეთის 20 მოქალაქე გააძევეს

შსს-ს მიხედვით, ამათგან ყველაზე მეტი გაძევებული მოქალაქე, კერძოდ, 19.5% აზერბაიჯანზე მოდის, შემდეგია ირანი და ინდოეთი.

უფრო კონკრეტულად, 2024 წლის მონაცემებით, საქართველო იძულებით დაატოვებინეს:

  • აზერბაიჯანი - 71 მოქალაქე
  • ირანი - 54 მოქალაქე
  • ინდოეთი - 33 მოქალაქე
  • თურქეთი - 31 მოქალაქე
  • ნიგერია - 31 მოქალაქე
  • ერაყი - 21 მოქალაქე
  • რუსეთი - 20 მოქალაქე
  • ეგვიპტე - 18 მოქალაქე
  • ჩინეთი - 15 მოქალაქე
  • იორდანია - 15 მოქალაქე

ასევე, გასულ წელს საქართველოდან გააძევეს თურქმენეთის და პაკისტანის 10-10 მოქალაქე; ლიბიას და შრი ლანკას 4-4 მოქალაქე; ბანგლადეშის 3 მოქალაქე. გარდა ამისა, გააძევეს ავსტრალიის, საუდის არაბეთის, აშშ-ს, სომხეთის და ა.შ. თითო მოქალაქე.

ამავე სტატისტიკის მიხედვით, 2023 წელს, საქართველოდან ჯამში უცხოეთის 190 მოქალაქე გააძევეს. ამათგან ყველაზე მეტი, 41 მოქალაქე აზერბაიჯანიდან იყო, 32 - ირანიდან, 27 - ინდოეთიდან, 13 - რუსეთიდან, 9 - ნიგერიიდან, 9 - ეგვიპტიდან, 8 - ჩინეთიდან , 8 - თურქეთიდან და ა.შ.