ბათუმში კიდევ ერთი სასტუმრო Legend Business Hotel Batumi იყიდება

ბათუმში კიდევ ერთი სასტუმრო Legend Business Hotel Batumi იყიდება. SS-ზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, სასტუმროს გასაყიდი ფასი 17 მილიონი დოლარია.

ამავე ინფორმაციის თანახმად, სასტუმროს ნომრების რაოდენობა 100-ს აჭარბებს.

„4 ვარსკვლავიან სასტუმრო Legend Business Hotel Batumi დელფინარიუმიდან 3,3 კმ-ში, ხოლო ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმიდან 3,7 კმ-ში მდებარეობს. უახლოესი აეროპორტი არის ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი - 3,5 კმ-ის დაშორებით“, - ვკითხულობთ სასტუმროს ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ეს უკვე მესამე შემთხვევაა მიმდინარე წელს, როცა ბათუმში მსხვილი სასტუმრო იყიდება. კერძოდ, „ბიზნესპრესნიუსი“ წერდა, რომ 26 მილიონ დოლარად იყიდება Best Western Premier Batumi, ხოლო 22 მილიონად The Grandeur Hotel-ი.

მერი ტაბატაძე