ჩინური ავტომობილების იმპორტი 68%-ით გაიზარდა და მაქსიმუმი დაფიქსირდა - რა ჯდება ერთი მანქანა

წლიურად ჩინეთიდან ავტომობილების იმპორტი 68%-ით გაიზარდა და ისტორიული მაქსიმუმი დაფიქსირდა. საქსტატის მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში 2 974 ერთეული (39.557 მლნ აშშ დოლარი) ჩინური ავტომობილი შემოვიდა, 2023 წელს 1 769 (22.221 მლნ აშშ დოლარის).

შედარებისთვის, 2022 წელს ქვეყანამ ჩინეთისგან 1 439 ერთეული (13.689 მლნ აშშ დოლარი) მანქანა შეიძინა, 2021 წელს 1 214 (2,648 მლნ აშშ დოლარი), 2020 წელს 561 (2.406 მლნ აშშ დოლარი) და ა.შ.

სტატისტიკიდან ჩანს, რომ 2024 წელს, 2023 წელთან შედარებით, ჩინური ავტომობილების ღირებულება ზოგად ჭრილში მომატებულია.

უფრო კონკრეტულად, 2024 წელს ერთი ერთეული ჩინური ავტომობილის საშუალო ღირებულება, დაახლოებით 13.3 ათასი აშშ დოლარი იყო, 2023 წელს 12.6 ათასი აშშ დოლარი.

თუმცა, კონკრეტულ თვეებს თუ შევადარებთ, მცირედით გაიაფდა. 2024 წლის დეკემბერში მისი საშუალო ღირებულება დაახლოებით, 10.8 ათასი აშშ დოლარი იყო, 2023 წლის დეკემბერში კი 10.6 ათასი აშშ დოლარი.

ამასთან, 2024 წლის ნოემბერში ერთი ავტომობილი საშუალოდ 7 ათასი აშშ დოლარი ჯდებოდა, ოქტომბერში 12.3 ათასი აშშ დოლარი, სექტემბერში - 11.2 ათასი აშშ დოლარი, აგვისტოში - 15 ათასი აშშ დოლარი და ა.შ.

(შენიშვნა: ფასი დათვლილია საშუალო მაჩვენებლებით, შესაბამისად მარკის, მოდელისა და წლოვანების მიხედვით, ღირებულება შესაძლოა უფრო მეტი ან ნაკლებიც იყოს).

აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წელს საქართველოში ჯამში 207 589 (3.464 მლრდ აშშ დოლარი) ავტომობილი შემოვიდა, საიდანაც ჩინეთზე იმპორტის 1.5% მოდის. ეს მაშინ, როდესაც 2023 წელს 0.8% მოდიოდა.

ნინი ქეთელაური