„ცოცხალი ქართული ღორები ძალიან იშვიათია. ბაზარზე 90% იმპორტული ხორცი გვხვდება, რომელიც ძირითადად რუსეთიდან შემოდის,“ - ამის შესახებ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ სურსათის უვნებლობის სპეციალისტმა ირაკლი არაბულმა განაცხადა.
„ცოცხალი ქართული ღორი ძალიან იშვიათია. ბაზარზე 90% იმპორტული ხორცი გვხვდება, რომელიც ძირითადად რუსეთიდან შემოდის. ცოცხალი ცხოველები შემოდიან, შემდეგ ხდება მათი დაკვლა და ბაზრის მომარაგება.
ქართული ღორის ხორცი აგრარული ბაზრებიდან, დიდი ხანია გაქრა, ვეძებე ქართული ღორის ხორცი, მაგრამ ვერსად ვიპოვე, სულ იმპორტული ხორცია. მოვაჭრეები ამბობენ, რომ ქართული ხორცია, მაგრამ ასე არ არის. ნებისმიერ საკვებ პროდუქტს წარმომავლობის ფურცელი მოყვება. დასადგენად უნდა მოვითხოვოთ ეტიკეტი, სადაც წერია ცხოველის წარმოშობა, რომელიც შეიძლება ბევრმა არ მოგვცეს.
ეს იმპორტული ხორციც დაკვლის წინ და დაკვლის შემდეგ მოწმდება ვეტერინარის მიერ. მსხვილფეხა რქოსანი ცხოველებიც შემოდის, ოღონდ არა იმ რაოდენობით რაც ღორი. შესაძლებელია საქონელი სხვა ქვეყნიდანაც შემოდიოდეს, რადგან ქართული წარმოება ვერ აკმაყოფილებს ადგილობრივ ბაზარს,“ - განაცხადა ირაკლი არაბულმა.
ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოში 33 206 800 აშშ დოლარის ღირებულებს 21 842 ტონა ცოცხალი ღორის იმპორტი განხოციელდა. აღსანიშნავია, რომ მთავარი იმპორტიორი რუსეთია. მეტიც, რუსეთიდან ცოცხალი ღორების იმპორტი 2024 წელს ისტორიულ მაქსიმუმზე იყო.
უფრო კონკრეტულად, მხოლოდ 2024 წელს ქვეყანაში აღნიშნული საიმპორტო ბაზრიდან 21 818 ტონა ცოცხალი ღორი შემოვიდა, რის ჯამურმა ღირებულებამაც 32.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.