საქართველოში ყოველი მე-3 ბავშვი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ ცხოვრობს. ამაზე მიუთითებს სოციალური მომსახურების სააგენტოსა და საქსტატის მონაცემები.
უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვრის მდგომარეობით ქვეყანაში საარსებო შემწეობას 16 წლამდე ასაკის 249 854 პირი იღებს, საქსტატის სტატისტიკით კი საქართველოში ამ ასაკობრივ ჯგუფში სულ 803 347 ბავშვია.
ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკით, ყველაზე მეტი ბავშვი, რომელიც სოციალურ შემწეობას იღებს, თბილისში ფიქსირდება - 55 542.
მთლიანად, 2025 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოში საარსებო შემწეობის მიმღები, სოციალურად დაუცველის სტატუსის მქონე პირთა რაოდენობა 696 359-ს შეადგენს, აქედან 465 026 ადამიანი მხოლოდ საარსებო შემწეობის მიმღებია, ხოლო 231 333 დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში ჩართულ პირია, რომელთაც 4 წლის განმავლობაში სოციალურად დაუცველის სტატუსი გარანტირებულად უნარჩუნდებათ.