ქვეყნები, სადაც მხოლოდ ერთი მილიარდერი ცხოვრობს - Bloomberg-ის რეიტინგი

2025 წლის მონაცემებით, მსოფლიოში 2 850 მილიარდერია, რომელთა საერთო ქონება 15.1 ტრილიონ დოლარს შეადგენს.

მათი უმრავლესობა ამერიკაში, ჩინეთში, ინდოეთში, დიდ ბრიტანეთში, კანადაში, რუსეთში ცხოვრობს.

თუმცა არსებობენ ქვეყნები, სადაც მხოლოდ ერთი მილიარდერია და Bloomberg-ის რეიტინგის მიხედვით, ასეთებს შორის არის საქართველოც. ჩვენთან მილიარდერი მხოლოდ ბიძინა ივანიშვილია.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 9 ქვეყანას, სადაც მხოლოდ ერთი მილიარდერი ცხოვრობს: (წყარო: Bloomberg)

  • 1. კვიპროსი: ჯონ ფრედრიქსენი - ქონება: 12.3 მლრდ დოლარი
  • 2. მენის კუნძული: მარკ შეინბერგი - ქონება: 6.9 მლრდ დოლარი
  • 3. ყაზახეთი: ვლადიმერ კიმი - ქონება: 7.47 მლრდ დოლარი
  • 4. ლიხტენშტეინი: პრინცი ჰანს-ადამ II - ქონება: 10.2 მლრდ დოლარი
  • 5. მალაიზია: რობერტ კოუკი - ქონება: 18.1 მლრდ დოლარი
  • 6. ახალი ზელანდია: გრემ ჰარტი - ქონება: 11 მლრდ დოლარი
  • 7. ნიგერია: ალიკო დანგოტე - ქონება: 27.4 მლრდ დოლარი
  • 8. უკრაინა: რინატ ახმეტოვი - ქონება: 6.52 მლრდ დოლარი
  • 9. საქართველო; ბიძინა ივანიშვილი - ქონება: 7.75 მლრდ დოლარი