საქართველოში კივის იმპორტი 9%-ით შემცირდა. საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს 1.37 მილიონი აშშ დოლარის 2 443 ტონა კივის იმპორტი, ხოლო წინა წელს 1.32 მლნ დოლარის 2 684 ტონის იმპორტი განხორციელდა.
განსხვავებით იმპორტის მოცულობისგან, გაიზარდა კივის საიმპორტო ფასი. გადასახადების გარეშე 1 კგ-ის იმპორტი 2023 წელს 49 ცენტი, ხოლო 2024 წელს 56 ცენტი ჯდებოდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ფასი 14%-ით არის გაზრდილი.
კივის იმპორტი საქართველოში 2024 წელს ძირითადად ირანიდან (96%-იანი წილი) ხორციელდებოდა. გარდა ირანისა, საანგარიშო პერიოდში ხილი შემოვიდა შემდეგი ქვეყნებიდან:
აღსანიშნავია ისიც, რომ ქართული კივის ექსპორტი 34.6%-ით შემცირდა. 2024 წელს ექსპორტზე 183 ტონა 504 ათასი დოლარის კივი გავიდა, ხოლო 2023 წელს 280 ტონა, რომლის ღირებულებამაც 772 ათასი დოლარი შეადგინა.
საანგარიშო პერიოდში ფასი უცვლელი დარჩა. უფრო კონკრეტულად, 1 კგ ქართული კივის საშუალო საექსპორტო ფასი გადასახადების გარეშე 2.75 დოლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ 2024 წელს ქართული კივის მთავარი საექსპორტო ბაზარი იაპონია იყო, სადაც 502 ათასი დოლარის 181 ტონაზე მეტი ხილი გავიდა. ექსპორტში დარჩენილი წილი კი სომხეთზე მოდიოდა (1.9 ათას დოლარზე მეტის 2.2 ტონა).