ლონდონის საფონდო ბირჟაზე ორი ქართული კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა, ერთი კი დაეცა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე ბოლო, 7 თებერვლის ვაჭრობის შედეგად ბირჟაზე წარმოდგენილი ორი ქართული კომპანიის აქციების ფასი გაიზარდა, ერთის კი დაეცა.

როგორ შეიცვალა ლონდონის საფონდო ბირჟაზე ქართული კომპანიების აქციების ფასები

Bank of Georgia Group PLC-ის აქციების ფასი 0.52%-ით გაიზარდა და ერთი აქციის ფასმა 48.15 გირვანქა სტერლინგი შეადგინა. კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია ამჟამად 2.12 მლრდ გირვანქა სტერლინგს აღემატება.

TBC Bank Group PLC-ის საბაზრო კაპიტალიზაცია 1.97 მლრდ გირვანქა სტერლინგს აჭარბებს. ერთი აქციის ფასი ბოლო მონაცემებით 35.40 გირვანქა სტერლინგია, რაც 0.71%-იან ზრდაზე მიუთითებს.

Georgia Capital PLC-ის აქციების ფასი 1.15%-ით დაეცა. ერთი აქციის ღირებულება ბოლო ვაჭრობის შედეგად 12 გირვანქა სტერლინგს შეადგენს. რაც შეეხება კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია, 470 მლნ სტერლინგს აჭარბებდა.

მერი ტაბატაძე