2024 წელს საქართველოში ჯამში 54 218 ახალი კერძო, ადგილობრივი ბიზნეს სუბიექტი დარეგისტრირდა. ამის შესახებ საქსტატის მიერ „ბიზნესპრესნიუსისთვის“ მიწოდებული სტატისტიკიდან ჩანს.
მონაცემების თანახმად, 2024 წელს კერძო უცხოური საკუთრება იყო 19 525 კომპანია, შერეული კერძო საკუთრება ადგილობრივის უპირატესობით - 427, შერეული კერძო საკუთრება უცხოეთის უპირატესობით 208, ხოლო მუნიციპალური საკუთრება - 4.
ქვეყნებს შორის, ყველაზე მეტი ბიზნეს სუბიექტი რუსულია, შემდეგ მოდის ინდოეთი და ბელარუსი.
ცნობისთვის, 2025 წლის 1-ლი იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ჯამში 1 044 519 ბიზნეს სუბიექტია რეგისტრირებული, საიდანაც აქტიურია მხოლოდ 27 %. ამის შესახებ საქსტატის მონაცემებიდან ჩანს. სტატისტიკის მიხედვით, ამათგან მხოლოდ 284 347 კომპანიაა მოქმედი.
რაც შეეხება საქმიანობის სახეებს, მონაცემების თანახმად, რაოდენობრივად ყველაზე მეტი უფუნქციო კომპანია საბითუმო და საცალო ვაჭრობა/ავტომობილების და მოტოციკლების რემონტის დარგშია. აქ ჯამში 217 635 კომპანიაა რეგისტრირებული, საიდანაც 130 ათასზე მეტი არ მუშაობს.