რუსეთის დასანქცირების შემდეგ, [უკრაინის ომის დაწყების შემდეგ] საქართველოში რუსული ხე-ტყის იმპორტი გაზიარდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2022 წლამდე საქართველოში აღნიშნული ქვეყნიდან უმნიშვნელო მოცულობის შეშა შემოდიოდა, თუმცა ამ პერიოდიდან საკმაოდ გაიზარდა.
შედარებისთვის, სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს საქართველოში 6 ტონა (460 აშშ დოლარი) ხე-ტყე შემოვიდა, 2021 წელს 20 ტონა ( 5 070 აშშ დოლარი), 2022 წელს 218.8 ტონა (59.6 ათასი აშშ დოლარი), 2023 წელს 2 369 ტონა (502.3 ათასი აშშ დოლარი), 2024 წელს 1 686 ტონა (362.9 ათასი აშშ დოლარი).
რაც შეეხება ზოგად სტატისტიკურ მონაცემებს, გასულ წელს საქართველომ ჯამში 6 456 ტონა (1.610 მლნ აშშ დოლარი) ხე-ტყის იმპორტი განახორციელა. საქსტატის მიხედვით, პროდუქტის ძირითადი იმპორტიორები იყვნენ: ბელარუსი, რუსეთი და გერმანია.
უფრო კონკრეტულად, 2024 წელს საქართველოში ხე-ტყის ყველაზე დიდი მოცულობის შემომტანი ქვეყნების ხუთეული ასეთია:
ცნობისთვის, საწვავის ექსპორტის შემდეგ, რუსეთს პრობლემები ხე-ტყის გასაღებასთან დაკავშირებითაც შეექმნა. როგორც Daily Express წერს, რუსეთის ხე-ტყის ინდუსტრია სანქციების გავლენის შედეგად ჩამოშლის პირასაა, ხოლო კომპანიები თავიანთი პროდუქციის ახალი ბაზრებისთვის იბრძვიან.
გამოცემის ბოლო მონაცემებით, ხე-ტყის რუსულმა კომპანიებმა სანქციების შედეგად საექსპორტო ბაზრის მესამედი დაკარგეს.
Daily Express-ის ცნობით, ახალი მაჩვენებლებით, ინდუსტრიამ, თითქმის, 5 მლრდ გირვანქა სტერლინგის (6.3 მლრდ დოლარის) საექსპორტო შემოსავლები მას შემდეგ დაკარგა, რაც ბაზრების მესამედზე წვდომა შეუჩერდა.
იხილეთ ასევე: საწვავის შემდეგ ხე-ტყე - რუსეთის სატყეო მრეწველობამ საექსპორტო ბაზრის მესამედი უკვე დაკარგა