უცხოური დახმარება მნიშვნელოვანია დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნებისთვის. ოფიციალური განვითარების დახმარება (ODA) არის დახმარება, რომელიც მხარს უჭერს ეკონომიკურ განვითარებას კონკრეტულ სფეროებში, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება და ინფრასტრუქტურა.
გაერო მოუწოდებს მსოფლიოს უმდიდრეს ქვეყნებს, გაიღონ თავიანთი მთლიანი ეროვნული შემოსავლის (GNI) 0,7% უცხოური დახმარების სახით. თუმცა, ამ მაჩვენებელს მხოლოდ რამდენიმე ქვეყანამ მიაღწია.
ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ (OECD) გამოავლინა ქვეყნები, რომლებიც ყველაზე გულუხვები არიან.
ნორვეგია: 1.09%
ნორვეგია თავისი შემოწირულობებით სხვა ქვეყნების მიმართ, ლიდერობს. 2023 წელს მან შემოსავლის 1.09% (5,55 მილიარდ აშშ დოლარი) მისცა სხვა ქვეყნებს და მას შემდეგ მაჩვენებელი არ შეცვლილა.
OECD-ის თანახმად, მისი საგარეო დახმარების პოლიტიკა, როგორც წესი, ფოკუსირებულია სურსათის უსაფრთხოებაზე, კლიმატზე, ჯანმრთელობაზე, უთანასწორობაზე და სექსუალურ და რეპროდუქციულ უფლებებზე.
ლუქსემბურგი: 0.99%
პატარა ლუქსემბურგს ჰყავს მხოლოდ 659 000 მოსახლე, მაგრამ ის მსოფლიოში მეორე ყველაზე გულუხვი ქვეყანაა GNI-ს პროცენტული მაჩვენებლით.
უცხოური დახმარების თვალსაზრისით, ის მთლიანი ეროვნული შემოსავლის 0,99%-ს გასცემს. ეს არის 580 მილიონი აშშ დოლარის ექვივალენტი.
შვედეთი: 0.93%
2023 წელს შვედეთმა გაიღო თავისი მთლიანი შემოსავლის 0,93%, ანუ 5.62 მილიარდი აშშ დოლარი. ძირითადი დახმარება უკრაინელ ლტოლვილებს მოხმარდა.
გერმანია: 0.82%
გერმანია ხარჯავს დაახლოებით 37.9 მილიარდ აშშ დოლარს საგარეო დახმარებაზე. ამ მაჩვენებელს ქვეყანამ პირველად 2016 წელს მიაღწია.
დანია: 0.73%
დანია მთლიანი შემოსავლის 0,73% -ს გასცემს სხვა ქვეყნების დასახმარებლად, რაც 3.06 მილიარდი დოლარის ქვივალენტია. მისი საგარეო დახმარების დიდი ნაწილი მიდის აფრიკის ღარიბ ქვეყნებში, თუმცა მან ასევე შექმნა დახმარების ფონდი უკრაინისთვის.
ირლანდია: 0.67%
2023 წელს ირლანდიამ უცხოური დახმარების სახით 2.82 მილიარდი დოლარი გასცა, რაც მისი მთლიანი შემოსავლის 0,67%-ია.
ქვეყანა ძირითადად ლტოლვილებს ეხმარება.
ნიდერლანდები: 0.66%
უცხოური დახმარების წილი ნიდერლანდებმა ბოლო ათწლეულის განმავლობაში შეამცირა. თუმცა, მაჩვენებელი მაინც შთამბეჭდავია და 7.36 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. მოსალოდნელია, რომ დახმარების სახით ქვეყანა ისევ გასცემს 8 მლრდ დოლარამდე წელიწადში.
თურქეთი: 0.62%
თურქეთმა თავისი შემოსავლის 0,62%, რაც 6.84 მილიარდი დოლარის ექვივალენტია, სხვა სახელმწიფოებზე დახარჯა.
მისი ძალისხმევის დიდი ნაწილი ორიენტირებულია აფრიკაზე.
შვეიცარია: 0.6%
შვეიცარია საგარეო დახმარებაზე მთლიანი შემოსავლის 0.6% -ს გაცემს, რაც დაახლოებით 5.22 მილიარდი აშშ დოლარია. 2023 წელს, თავშესაფრის მაძიებელთა შიდა ხარჯებს, ქვეყნის დაახლოებით 28% მოხმარდა.
დიდი ბრიტანეთი: 0.58%
პანდემიის მძიმე ეკონომიკური ზემოქმედების შედეგად, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ შეამცირა საგარეო დახმარება და 2027-29 წლამდე 0.58%-ით განსაზღვრა. თუმცა, 2023 წელს ლონდონის დახმარებამ მაინც გადააჭარბა ზღვარს და შეადგინა 19.07 მილიარდი დოლარი.
დიდი ბრიტანეთის დახმარების პირველი სამი მიმღები არიან უკრაინა, ეთიოპია და ავღანეთი.
წყარო: lovemoney.com