უკრაინის საერთაშორისო აეროპორტ "ბორისპილის" ხელმძღვანელობამ დაბალბიუჯეტიან ევროპულ ავიაკომპანია Wizz Air-თან მის სათავო ოფისში, ბუდაპეშტში მოლაპარაკებები გამართა, რომ საჰაერო სივრცის გახსნიდან ავიამიმოსვლა სწრაფად აღდგეს.
ამის შესახებ “ბორისპოლის” აეროპორტის განცხადებაში წერია, რასაც უკრაინული epravda ავრცელებს
მოლაპარაკებები 11-დან 13 თებერვალს გაიმართა.
Wizz Air-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, იოჟეფ ვარადიმ დაადასტურა, რომ უკრაინის ბაზარზე დაბრუნების მკაფიო და ამბიციური გეგმა აქვს. ავიაკომპანია მიზნად ისახავს, უკრაინის მიმართულებით ფრენები რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის გამოცხადებიდან ექვს კვირაში, დაახლოებით, 30 შემავალი მარშრუტით აღადგინოს.
თავის მხრივ, “ბორისპოლის” ტოპმენეჯმენტი აცხადებს, რომ აეროპორტი ოპერაციულ მზადყოფნაშია.
აეროპორტში აუდიტის ჩასატარებლად კიევში Wizz Air-ის დელეგაციის ვიზიტი დაიგეგმა.
ცნობისთვის: ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია, Ryanair-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაიკლ ო’ლირიმ ბრიტანულ გამოცემა The Telegraph-ს განუცხადა, რომ ავიაკომპანია ამზადებს გეგმას, რომელიც მას საშუალებას მისცემს, უკრაინაში ფრენები რუსეთთან ომის შეჩერებიდან ოთხიდან ექვს კვირაში განაახლოს. ო’ლირი იმედოვნებენ, რომ ეს წელს მოხდება. Ryanair კიევსა და ლვოვში, დაახლოებით, 24 მარშრუტის გახსნას გეგმავს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ