ამერიკის პირველი მილიონერი - ვინ იყო ემიგრანტი, რომელიც აშშ-ში 25 დოლარით ჩავიდა და იმპერია შექმნა

ასტორების ოჯახი იყო პირველი ოჯახი, რომლებმაც აშშ-ში მილიონოით დოლარი გამოიმუშავა.

იმ დროს, როდესაც ასტორების პირველმა წარმომადგენელმა, ჯონ ჯეიკობ ასტორმა აშშ-ში პირველი მილიონი გამოიმუშავა და ბიზნეს იმპერია შექმნა, სამეფო ოჯახის წევრებზე და ქვეყნის ყველაზე მდიდარ კლანზე მდიდარ და გავლენიან ადამიანად მიიჩნეოდა.

ათწლეულების განმავლობაში, ასტორების დინასტიის წარმომადგენლები იყვნენ ფილანტროპები, ტიტანიკზე დაღუპული უმდიდრესი მგზავრი და სხვა გავლენიანი პირები.

კლანის სათავეში მყოფ, პირველ ასტორს საკმაოდ საინტერესო ცხოვრებისეული ისტორია აქვს.

როგორ დაიწყო ყველაფერი...

ჯონ იაკობ ასტორი 1763 წელს გერმანიის პატარა ქალაქ ვალდორფში, ყასაბის ოჯახში დაიბადა. იგი მესამე ვაჟი იყო.

ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა. შვიდწლიანმა ომმა პრუსიელი ღარიბების ბედი კიდევ უფრო დაამძიმა. ასტორებსაც თვიდან თვემდე ძლივს გაჰქონდათ თავი. ამიტომ 20 წლის ასაკში მშობლიური ოჯახი ჯერ უფროსმა ძმამ, ჯორჯმა მიატოვა, შემდეგ კი შუათანამ - ჰენრიმ.

იაკობმა სკოლა 14 წლის ასაკში მიატოვა და ორი წლის განმავლობაში მამასთან მუშაობდა.

1779 წელს კი, 16 წლისა ლონდონში გაემგზავრა, სადაც ძმასთან ერთად ბიძის Astor & Broadwood ფლეიტის და ფორტეპიანოს ქარხანაში მუშაობდა.

შრომისმოყვარე მოზარდმა ინგლისური ისწავლა, თავის "ჯონ ჯეიკობ" უწოდა და გულმოდგინედ აგროვებდა ხელფასს ამერიკაში გადასასვლელად.

123456-1739642674.jpg

მალე, ჯიბეში 25 დოლარით, ლივერპულიდან ნიუ-იორკში მიმავალ გემზე დაჯდა. მის ბილეთზე მითითებული იყო, რომ უმცროსი ასტორი „ყოველგვარი კლასისა და შესაბამისად ყოველგვარი პრეტენზიის უფლების გარეშე“ მგზავრობდა.

25 დოლარის გარდა ლონდონიდან ასტორმა პატარა შეკვრა და 7 ცალი ფლეიტა წაიღო.

გემზე ის გერმანელ მკვლევარს შეხვდა, რომელსაც ადგილობრივებისგან ბეწვის ყიდვის გამოცდილება ჰქონდა. ამან ახალბედა ბიზნესმენს შთააგონა ბეწვის მზარდი ინდუსტრიაში ეცადა ბედი.

ჯონ ასტორმა ნიუ-იორკის მიწაზე ფეხი მხოლოდ 1784 წლის მარტში დადგა.

23456-1739642701.jpg

ბიჭუნა ჩასვლისთანავე ბეწვეულით მოვაჭრე კანტორებში სამუშაოს საშოვნელად გაეშურა და ადგილიც მალე იპოვა.

მალევე საკუთარი ბიზნესის დაწყება გადაწყვიტა. საწყისი კაპიტალი ყმაწვილისთვის ტრადიციული ხერხით იშოვა - ცოლი შეირთო.

ჯონ იაკობის მეუღლე, გერმანული წარმოშობის მზეთუნახავი, სარა ტოდი (Sarah Todi), ბეწვეულით მოვაჭრე ოჯახიდან იყო. მამამ თავის ქალიშვილს მზითვად მაშინდელი საზომით უზარმაზარი ქონება: 30 ათასი დოლარი გაატანა.

ამ გზით ასტორმა საკმაოდ კარგი ფული და საჭირო კავშირები შეიძინა.

1786 წელს ჯონ იაკობმა ნიუ-იორკის ცენტრში ბეწვეულისა და მუსიკალური ინსტრუმენტების მაღაზია გახსნა.

3456-1739642714.jpg

1800 წლისთვის ჯეიკობს უკვე დაგროვებული ჰქონდა 250,000 დოლარი ღირებულების ქონება, რაც დღეს დაახლოებით 6.5 მილიონი დოლარის ექვივალენტია.

ის გახდა დომინანტი მოთამაშე ჩრდილოეთ ამერიკის ბეწვის ვაჭრობაში და დააარსა ამერიკული ბეწვის კომპანია.

წარმატებამ მეწარმეს საშუალება მისცა, ძალები სხვა სფეროებშიც მოესინჯა - ვაჭრობდა აბრეშუმით, ჩაით, ოპიუმით და ალკოჰოლით. ეს დივერსიფიკაცია დაეხმარა მას ბიზნესის სიცოცხლიუნარიანობის შენარჩუნებაში, როდესაც 1812 წლის ომმა ამერიკასა და ბრიტანეთს შორის, მისი ბეწვის ბიზნესი გაანადგურა.

asdfg-1739642733.jpg

გამდიდრების შემდეგ მან რეპუტაციაზე დაიწყო ზრუნვა. ნიუ-იორკის ცენტრში ფეშენებელური სახლი შეიძინა, სადაც რჩეული საზოგადოებისთვის საზეიმო მიღებებს აწყობდა. სტუმრები აღტაცებულნი იყვნენ ასტორის დახვეწილი გემოვნებით.

ნიუ-იორკში დიდი მიწის ნაკვეთების შეძენის შემდეგ, რომელთა ფასიც სწრაფად იზრდებოდა, ჯონი გახდა ამერიკის პირველი მილიონერი.

1848 წელს, მისი გარდაცვალების დროს 84 წლის ასტორი ამერიკის ერთადერთი უმდიდრესი ადამიანი იყო..

მაგნატმა დატოვა მინიმუმ 20 მილიონი დოლარის ქონება, რაც იმ დროისთვის აშშ-ის სავარაუდო მშპ-ის დაახლოებით 0,9%-ს შეადგენდა.

ინფლაციის მიხედვით, დღეს ეს 20 მილიონი დოლარი 795 მილიონი აშშ დოლარს უდრის.

ფილანტროპმა ასობით ათასი დოლარი დატოვა ასტორის ბიბლიოთეკის დასაარსებლად, რომელიც მოგვიანებით ნიუ-იორკის საჯარო ბიბლიოთეკა გახდა. ასევე მან თანხები უანდერძა სხვადასხვა ორგანიზაციებს, მათ შორის ბავშვთა სახლს მშობლიურ ქალაქ ვალდორფში.

ქონების დიდი ნაწილი, მათ შორის უკონკურენტო უძრავი ქონების იმპერია, ანდერძით გადაეცა მის მეორე ვაჟს, უილიამ ბექჰაუს ასტორს, რადგან მისი უფროსი ვაჟი, რომელსაც ასევე ერქვა ჯონი, ფსიქიკურად არასტაბილურად ითვლებოდა.

წყარო: lovemoney.com

თეონა რამაზაშვილი