საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ბათუმში მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

აღნიშნულის შესახებ ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში წერს.

„ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ღრმად დამწუხრებულია ბათუმში ორი ახალგაზრდა სიცოცხლის ტრაგიკულად დაღუპვის გამო. ამ მძიმე დროს ვიზიარებთ მათი ოჯახების მწუხარებას”, - წერს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე".