LEGO-ს 10 ძვირად ღირებული სეტი, რომელიც შესაძლოა, სახლში გქონდეთ

LEGO ყველა დროის ყველაზე სასურველი სათამაშოა ბავშვებისთვის და ის ორ ათეულ წელზე მეტია, თითქმის ყველა ოჯახში არის.

რამდენიმე რეტო სეტი დღეს საკმაოდ ძვირად ფასობს. BrickEconomy -მა წარმოადგინა 10 ძვირად ღირებულ LEGO-ს სეტი, რომელიც შესაძლოა, სახლში თქვენც აღმოაჩინოთ.

222-1739708666.jpg

810- LEGO Town Plan: 5 520 დოლარი

1961 წელს გამოშვებული LEGO Town Plan არის იშვიათი ნაკრები. იგი მოიცავს 760 ნაწილს, რომელშიც მოცემულია მანქანები, საგზაო ნიშნები, ხეები, ფერდობები, კარები, ფანჯრები, ფირფიტები და აგური ქალაქის ასაშენებლად.

ვერსია მხოლოდ 12 ქვეყანაში გაიყიდა. ამ ნაკრების სავარაუდო ღირებულებაა 5 520 აშშ დოლარი.

333-1739708697.jpg

San Diego Comic-Con 2013 Green Arrow მინიფიგურა: 5 565 დოლარი

San Diego Comic-Con 2013 Green Arrow Minifigure არის LEGO-ს 4 ცალი ნაკრები, რომელიც შეიცავს Green Arrow სუპერგმირის მინიფიგურას.

დალუქული ვერსია დღეს 5 565 დოლარად არის შეფასებული.

მეორადის ფასი 4 900 დოლარამდეა.

444-1739708719.jpg

4000040 LEGO Fire Engine: 5 830 დოლარი

LEGO Fire Engine საჩუქრად გადაეცა ექსკლუზიურად LEGO-ს შიდა ტურის მონაწილეებს 2023 წელს. ის მხოლოდ 300 არსებობს.

ნაკრები შედგება 1056-ცალიანი ნაწილისგან. მისი ფასი დაახლოებით 5 830 დოლარია.

მეორადი კომპლექტი ღია ბაზარზე 5 300 დოლარამდე ფასდება.

555-1739708741.jpg

LEGO Star Wars San Diego Comic-Con 2008 Clone Wars: 6 000 დოლარი

ექსკლუზიური LEGO Star Wars San Diego Comic-Con 2008 Clone Wars კომპლექტი ხელმისაწვდომი იყო San Diego Comic-Con-ზე 2008 წელს ის მხოლოდ 1200 ერთეულია წარმოებული.

კომპლექტში შედის 351 ცალი დიდი და 16 მინიფიგურა, მათ შორის კაპიტანი რექსი, ოთხი კლონის ჯარისკაცი და სხვა.

2025 წლის მდგომარეობით ნაკრები შეფასებულია დაახლოებით 6 000 დოლარად.

666-1739708760.jpg

2012 წლის Iron Man და Captain America – 6 160 დოლარი

Iron Man და Captain America 2012 კოლექციონერების საყვარელი ნაკრებია.

ის დამზადდა მხოლოდ 125 ეგზემპლარი. ამიტომ დღეს ეს იშვიათი ნაკრები 6 160 დოლარი ღირს.

777-1739708777.jpg

4000042 The Vault Memory Lane – 6 160 დოლარი

Vault Memory Lane 2024 წელს ექსკლუზიურად გადაეცა LEGO-ს შიდა ტურის მონაწილეებს და არსებობს მხოლოდ 150 ნაკრები.

შეზღუდული გამოშვების ნაკრები წარმოადგენს საკულტო სარდაფს, რომელშიც ინახება ყველა LEGO ნაკრების ასლი, რაც კი ოდესმე შექმნილა.

ახალი და დალუქული ნაკრების სავარაუდო ღირებულება არის 6 160 დოლარი.

888-1739708802.jpg

San Diego Comic-Con 2013 Black Suit Superman: 6 230 დოლარი

Green Arrow მინიფიგურა არ იყო ერთადერთი LEGO, რომელიც სან დიეგოს გადაეცა სუპერგმირების პოპულარიზაციისთვის. ეს San Diego Comic-Con 2013 Black Suit Superman ასევე აჩუქეს 200 რჩეულს.

ამჟამად, ახალი კაცუნა 6 230 დოლარი ღირს.

999-1739708817.jpg

1584-1 Knight's Challenge – 6 380 დოლარი

Knight's Challenge LEGO-ს კომპლექტი 1988 წელს, სპეციალურად სირბილის ტურისთვის გამოუშვეს. მას აქვს 132 ცალი ნაწილი და მოიცავს რვა მინიფიგურას: ოთხი ჯვაროსანი და ოთხი შავი რაინდი.

ნაკრების ღირებულება დღეს დაახლოებით 6 380 დოლარია.

01-1739708841.jpg

San Diego Comic-Con 2013 Spider-Woman მინიფიგურა: 6 700 დოლარი

2013 წელს San Diego Comic-Con-ზე გამოვიდა ოთხნაწილიანი ნაკრები - San Diego Comic-Con 2013 Spider-Woman Minifigure, რომელიც მხოლოდ ერთი ფიგურისგან შედგება.

ის მხოლოდ 350 ცალია გამოვიდა. იშვიათობის გამო, დღეს ფიგურა 6 750 დოლარი ღირს.

02-1739708870.jpg

4000000 Cars – 7 130 დოლარი

მანქანების ნაკრები დამზადდა მხოლოდ 33 კომპლექტი, რაც მას LEGO-ს ერთ-ერთ უიშვიათეს გამოშვებად აქცევს. მასში შედის 407 ნაწილი, რომლებიც სამ უნიკალურ მანქანას ქმნის. ნაკრები დღეს დაახლოებით 7 130 დოლარი ღირს.

წყარო: msn.com

თეონა რამაზაშვილი