რუსეთის ეკონომიკის განვითარების სამინისტრო წელს საერთაშორისო ბარტერული ბირჟის შესაქმნელად წინადადებებს მოამზადებს.
ინფორმაციას სააგენტო, Reuters სამინისტროს მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ამჟამად რუსეთის ეკონომიკის განვითარების სამინისტრო წინადადებების შემუშავების ეტაპზეა, შექმნას საერთაშორისო ბარტერული ბირჟა, ანუ სპეციალიზებული ციფრული პლატფორმა, რომელიც რუსულ და “მეგობრული” ქვეყნების კომპანიებს შორის ბარტერული გარიგებებისთვის კონტრაგენტების ძიებას გაამარტივებს,“ - აცხადებს სამინისტროს წარმომადგენელი.
ოფიციალური პირები თვლიან, რომ საგარეო სავაჭრო ბარტერის განვითარება რუსული პროდუქციის ექსპორტზე გასაყიდად დამატებითი არხია, რომელიც საბანკო ინფრასტრუქტურაზე დამოკიდებული არ იქნება.
2024 წელს ეკონომიკის განვითარების სამინისტრომ უკვე გამოსცა ინსტრუქცია საგარეო ვაჭრობის ბარტერული ოპერაციების განხორციელების შესახებ.
Reuters-ის წყაროები ადრეც იტყობინებოდნენ, რომ რუსეთისა და ჩინეთის საგარეო ვაჭრობამ, რომელიც სანქციების ზეწოლის ქვეშ იმყოფება, შესაძლოა, აქტიურად გამოიყენოს ბარტერული სქემები. ისინი ამით შეეცდებიან, თავიდან აიცილონ საბანკო სისტემით ანგარიშსწორებები, რაც ამერიკული რეგულატორებისთვის ნაწილობრივ გამჭვირვალეა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ