Meta ყველაზე გრძელი წყალქვეშა კაბელის გაყვანას გეგმავს

Facebook-ის, Instagram-ისა და WhatsApp-ის მფლობელი კომპანია, Meta მსოფლიოში ყველაზე გრძელი წყალქვეშა კაბელის გაყვანას გეგმავს, რომელიც აშშ-ს, ინდოეთს, სამხრეთ აფრიკას, ბრაზილიასა და სხვა რეგიონებს ერთმანეთთან დააკავშირებს.

ინფორმაციას The Guardian ავრცელებს.

პროექტი, სახელწოდებით „Waterworth“ 50 000 კმ სიგრძის წყალქვეშა კაბელის გაყვანას ითვალისწინებს, რაც დედამიწის გარშემოწერილობაზე გრძელია.

Meta-ს ცნობით, კაბელი, დღეის მონაცემებით, ყველაზე გრძელი იქნება, რომელიც ოპტიკურ-ბოჭკოვანი 24 წყვილის სისტემას გამოიყენებს. ეს მას უფრო დიდ გამტარუნარიანობას მიანიჭებს და ხელოვნური ინტელექტის პროექტების მხარდაჭერაში დაეხმარება.

კომპანიაში აღნიშნავენ, რომ პროექტი მეტ ეკონომიკურ თანამშრომლობას უზრუნველყოფს, ხელს შეუწყობს ციფრულ მიზიდულობას და ამ რეგიონებში ტექნოლოგიური განვითარების შესაძლებლობებს გახსნის.

„მაგალითად, ინდოეთში, სადაც ციფრულ ინფრასტრუქტურაში უკვე მნიშვნელოვან ზრდას და ინვესტიციებს ვამჩნევთ, Waterworth ამ პროგრესის დაჩქარებას დაეხმარება და ციფრული ეკონომიკისთვის ქვეყნის ამბიციურ გეგმებს მხარს დაუჭერს,“ - აცხადებს კომპანია.

ცნობისთვის: Meta-მ ბოლო ათწლეულის განმავლობაში სხვადასხვა პარტნიორთან ერთად 20-ზე მეტი წყალქვეშა საკაბელო პროექტი შეიმუშავა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ