კალმის მწარმოებელმა კომპანია Bic-მა, სააგენტო VML-თან პარტნიორობით, თავისი Bic Cristal Dura+-ის კალმის 75 წლის იუბილეს აღსანიშნავად სარეკლამო კამპანია შექმნა.
ინფორმაციას Dans Ta Pub ავრცელებს.
კერძოდ, ბრენდმა უილიამ შექსპირის “რომეო და ჯულიეტა” გადაწერა, რისთვისაც მხოლოდ ერთი კალამი დასჭირდა.
პროექტის განსახორციელებლად Bic-მა და VML-მა ხელოვნური ინტელექტის საფუძველზე რობოტული ხელი შეიმუშავეს. მას შექსპირის ხელწერის ზუსტი განმეორება შეუძლია.
შედეგად მანქანას შექსპირის ნაწარმოების გადასაწერად 63 საათით უწყვეტი წერა და 212 გვერდი დასჭირდა, რასაც ერთი ბურთულოვანი კალმის მელანი და გამძლეობა ეყო.
პროექტის ავთენტურობის გასაძლიერებლად შემქმნელებმა ტექსტის ტიპოგრაფიაზე იმუშავეს. კერძოდ, მათ იმდროინდელი ხელნაწერებისთვის დამახასიათებელი მოხაზულობა, მელანი და განსხვავებული დაწოლის ძალა გაიმეორეს.
Bic-მა გადაწერილი ტექსტი რიო-დე-ჟანეიროს ბიბლიოთეკას გადასცა, სადაც კლასიკური ლიტერატურის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კოლექცია ინახება.
ამასთან, ორი კომპანიის პარტნიორობით ხელნაწერის შექმნის შესახებ დოკუმენტური ფილმი მომზადდა. მასში, რობოტის დაპროგრამებიდან და მის მიერ ბოლო ასოების დაწერამდე, პროცესის ყველა საფეხური არის აღბეჭდილი.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ