რამდენმა ტრაილერმა გადაკვეთა საქართველოს საზღვარი - გზათსარგებლობიდან ბიუჯეტში 13.625 მლნ ლარი შევიდა

წელს იანვარში სატვირთო ავტომობილების გატარებიდან ბიუჯეტში 13.625 მლნ ლარი შევიდა, რაც გასული წლის იანვართან შედარებით, მცირედით გაზრდილი მაჩვენებელია. ნაერთი ბიუჯეტის შემოსულობების მიხედვით (კონსოლიდაციის გარეშე) 2024 წლის იანვარში ხაზინაში ტრაილერების გატარებიდან 13.220 მლნ ლარი შევიდა.

შესაბამისად, ბიუჯეტში გზათსარგებლობის საფასურით მიღებული შემოსავალი 2025 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 404.2 ათასი ლარით გაიზარდა.

არსებული ფინანსური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2025 წლის იანვარში საქართველოს დერეფანი 38 929 სატვირთომ გადაკვეთა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდში კი 37 774-მა ტრაილერმა.

ცნობისთვის, საქართველოს საზღვარზე სატრანზიტო ტრაილერებისთვის გზათსარგებლობის მოსაკრებელი 350 ლარს შეადგენს. აღნიშნული ტარიფი 2022 წლის 20 ივნისიდან მოქმედებს. მანამდე მძღოლებს 200 ლარის გადახდა უწევდათ.

ნინი ქეთელაური